“”ვწუხვარ”" , “”მაპატიე”" , “”გეთაყვა”" , “”გმადლობთ”"
40, Tbilisi, Georgia

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც.. ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს..ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა.. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა…არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან ხალხოო…..დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასდროს გაუშვებს მას. ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ” თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი… ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ… ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული – ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქისად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა “”ვწუხვარ”" , “”მაპატიე”" , “”გეთაყვა”" , “”გმადლობთ”" , და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით.. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.

28 views
 
Komente
TaTa 28.02.2012

იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა... *HEART*

JoJo1 28.09.2011

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან, შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ... დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას... ვიძინებდი ცოტას ვიოცნებებდი მეტს! მესმის რომ თითეოულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგავთ სინათლის სამოც წამს... ვივლიდი მაშინ როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს ჩავიცვამდი შილიფად. გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავიშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც! ღმერთო თუ გული მექნებოდა მთელს ჩემ სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი, ბენედეტის ლექსს და სერათის სიმღერას, სერენადას მივუძღვნიდი მთვარეს, ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათამ მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლის სისხლიანი კოცნა! ღმერთო ჩემო მე რომ სულ მთელი სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე, რომ ხალხისტვის არ მეთქვა მე ისინი მიყვარს. დავარწმუნებდით ყოველ კაცსა და ქალს რომ თითეული ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული... ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ ცდებიან, ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძს როდესაც ბერდებიან, მათ არ იციან რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი...დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან რომ ჩეშმარიტი სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ფერდობზე. ვისწავლე ისიც რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ის სამუდამოა და არასოდეს გაუშვებს მას! ვისწავლე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს, ზემოდან ქვევით იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ სამწურხაროდ უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე, რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდა მოგეხვეოდი გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ჩავიწერდი თითოეულს შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეზლოს მისი მოსმენა! რომ ვიცოდე რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახლა საშვალებებს გვაძლევს რომ ლამაზად გავაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითრა თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ! ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგრწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვისმ, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავაბულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს ბოლო სურვილი! გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოებყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა მათ ვწუხვარ, მაპატიე გეთაყვა და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად, უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითეული მადგანი შენთვის. გაუგზავნე ეს სიტყვები ვისაც გსურს... თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც გუშინდელი და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ არც მაგით დაშავდება რამე... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ეხლა სწორედ ეს მომენტია!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta