01.05.2010
* * *
38, Tbilisi, Georgia

 

 

“-უკაცრავად... მაპატიეთ სითავხედე, ვხედავ

ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,

ვერმიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?

თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო!

რატომ შეკრთით? ღაწვებსფერი დაგკრავთ თეთრი

ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს,

გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად

მეამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.

მეროგორვარ? რასვაკეთებ? რად არ მკითხავ,

ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო

დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს

ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო!

მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით რა მოიგეთ?

რა საჩუქარს ელით ბოლოს?

მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს

სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო!

თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე

ამიხსენით, მიმანიშნეთ, არდამზოგოთ

საკუთარ თავსჩათვლით ალბათ დამნაშავედ

სინანულიც გვიანია ქალბატონო!

ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის

ლუკმას ეძებს სამათხოვროს,

არმოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?

გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.

დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების

ქედსმოგიხრით იმწუთების სამახსოვროდ.

გახსოვთ, მაშინ თვალს რომ ვეღარ გაშორებდით?

ახლაკიდევ... რაგატირებთ ქალბატონო!

თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ!

დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპარტონო,

მომიტევეთ... ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ

და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო.”

 

 

 

   

20 views
 
Komente
vakhtang 01.05.2010

brwyinvalea :)))))

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta