მითხარი ძმაო
35, Alicante, Spain

--მითხარი ძმაო! ღმერთზე ტკბილი რა ნახე დღემდე? ვინ შეიყვარე ღმერთზე მეტად. --მითხარი ძმაო განა ცოდვა გერჩივნა ლოცვას? ღმერთს გაექეცი ეშმაკების ბუნაგში როცა? --მითხარი ძმაო! ვინ გინახავს ქრისტეზე დიდი, როდესაც ცოდვით გასცემდი და ცოდვითვე სჯიდი?! --მითხარი ძმაო! უშიშარი იყავი განა? როდესაც ჯვარზე მეტი ძალა გეგონა დანა?!. --მითხარი ძმაო! მითხარი,რომ გაიგოს ყველამ, სადაც ღმერთია იქ ხსნაა და იქ არის შველა! --ასეა ძმაო! გული გოდებს და სული მტკივა. ყველა გზა მაინც ტაძრამდე და ღმერთამდე მივა! --ასეა ძმაო! თვალებიდან ცრემლები მცვივა. თუ რწმენა არ აქვს თურმე მზესაც საშინლად სცივა. --ასეა ძმაო! სული ჩემი უფალთან მიმყავს, ღმერთზე მეტად და ღმერთზე ძლიერ არავინ მიყვარს! --ასეა ძმაო! მივლია და მინახავს ბევრი. ღმერთზე დიდი და ღმერთზე ტკბილი ვერ ვნახე ვერვინ! ღმერთია მოწმე -- არ ვცრუობ და არაფერს ვმალავ. ვერც ლოცვაზე და სიყვარულზე ძლიერი ძალა ვერ ვნახე ქვეყნად , სანამ ქრისტე შევუშვი გულში, ახლა კი ვცოცხლობ და ვარსებობ ამ სიყვარულში! --ასეა ძმაო! მეცოდება ვინაც კი ქრისტეს არ იცნობს და ეშმაკებს მისდევს. ვინც წუთისოფლის სიყვარულით ჯვარს აცვამს უფალს ვისაც მოყვასზე არასოდეს უთქვამს, რომ -- უყვარს ! მე მეცოდება ყველა,ვისაც სატანა მართავს , ვინც შეიძულა მარიამი და უყვარს მართა! მე მეცოდება ყველა , ვისაც ურწმუნო ჰქვია, ვისაც გულში აქვს გაჭედილი ეშმაკის ტყვია! მე ვიყავ მკვდარი და სიცოცხლე მომეცა ახლა არაფრად მიღირს ღვთის გულისთვის არც სისხლის დაღვრა! ქრისტეს გულისთვის ვეძიებ და შევნატრი სიკვდილს. ხორცი დადნება როგორც სანთლის პატარა ღვენთი. ეს რომ არ გესმით რომ იცოდეთ რა რიგად მიკვირს. ჩემთვის თუ აღსდგა -- თქვენთვის რატომ არ აღსდგა ღმერთი?

12 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta