კიდევ ერთი ცრემლიანი დღე ...
40, Dublin, Ireland

 კიდევ ერთი ცრემლიანი და ნაღვლიანი დღე გათნდა.უკვე 2 წელია ჯერ აარ გათენებულა დღე რომ თვაალის გახელისთანავე ბედნიერება მეგრძნო,ბევრჯერ მიფიქრია მივატოვო ყველაფერი და დავბრუნდე სახლში,ჩავეხუტო შვილს და დავტკბე მასთან ყოფნით .. ძალა აღარ შემრჩა ბრძოლის. აუტანლად რთულია როცა თავს მარტო გრძნობ,როდესაც გამოსავალს ვერსაიდან ვეღარ ხედავ,როდესაც ხვდები რომ ეს უკვე დასასრულია,მაგრამ შეუპოვრად ბოლო იმედს ებღაუჭები მთელი არსებით. მთელი ჩემი ცხოვრება უიღბლობით და წარუმატებლობით არის სავსე,უკვე 2 წელია ვიძინებ თვალცრემლიანი და ვიღვიძებ თვალცრემლიანი,დღეს ვიწყებ იმის იმედით,რომ რაღაც კარდი მოხდება ჩემს ცხოვრებაში,რაც დამიბრუნებს ხალისს და ბედნიერების იმედს. რთულია როცა გრძნობ რომ დაიცალე მთლიანად,აღარაფერს აღარ გრძობ,აღარც სიხარულს,აღარც სიყვარულს,უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით სუნთქავ. რატომ ვარ ასე განადგურებული,ასე უხალისოდ???ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს მკერდიდან გული ამომგლიჯეს თავისი ფესვებით,თითქოს შიგნით სხეულში აღარაფერი აღარ მაქვს... თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ხოლმე თუ როგორ ჩავდივარ საქართველოშო ,როგორი შეხვედრა გვექნება მე და ჩემს ოჯახს,იმას თუ როგორ ვეფერები შვილს, მაგრამ თვალის გახელის შემდეგ სიკვდილი მინდა ის ყველაფერი რეალობა რომ არ არის... ზოგჯერ მგონია რომ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ შვილს,დედას,ოჯახს...მგონია რომ ვეღარასდროს ვეღარ შევძლებ შვილის მოფერებას,მასთან ჩახუტებულს დაძინებას,ვეღარასდროს ვეღარ ჩავიკრავ გულში... აღარ შემრჩა აღარაფრის იმედი..ნეტა კიდევ ერთხელ ჩამახუტა ჩემს ცხოვრებასთან და მეტი აღარაფერი აღარ მინდა,მერე თუნდაც მოვკვდე აღარ მადარდებს ...... mimi ....

166 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta