ფიქრები .....
40, Dublin, Ireland

ფიქრები ? რამდენიც გინდა ,რა ფერიც გინდა,
ფიქრებისთვის შეიქმნა კაცთა მოდგმა,
ოღონდ კარგი,ლამაზი,ოცნებისა და ფიქრისთვის,
გონებამ წამჩურჩულა:
---იქნებ დამასვენო,ცოტა ხნით მაინც ,
გეყოფა ამდენი ფიქრი,შენ თუ არ დაიღალე მე მაინც დამასვენე.
---განა რას გიშლის ჩემი ფიქრები?!
ვიფიქრო , ვიოცნებო..
---შენი მუქი ფიქრებისგან ვარ დაღლილი,
დამასვენე და შენც დაისვენე, განა შეიძლება სულ რაღაცას ფიქრობდე,
ამ ფიქრებში სულ რაღაცას ეძებდე,რაც მოსახდენია შენც კარგად იცი
მაინც მოხდება ..
---კი მარა....
---ამას გაგრძელება აღარ უნდა ..
დაისვენე და დაიძინე,მეც წავთვლიმავ შენთან ერთად..
---რა გაეწყობა,თუ შენ ასე გინდა..
მეტი რა გზა მაქვს,მაგრამ........
---არა გეყოფა , ეხლა დაიძინე ,მეც დავისვენებ,ხვალ კი ორივემ ერთად გავარძელოთ
ფიქრი,ისე კი ხანდახან კარგსაც ფიქრობ სწორედაც,მაგრამ მაგ გადაღლილი გულით ისევ
ლაბირინთში ეხვევი,დაისვენე..
---ეხ,ეტყობა საკუთარი ფიქრიც კი გადავღალე ......

15 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta