მე მომსწრე გავხდი ღამით სიზმარში ჩემი სიკვდილის
ვხედავდი როგორ დავკარგე ძალა მივყავდი უფალს
ამის ხსენება სიტყვებით ახლაც ძალიან მიმძიმს
ვემსგავსებოდი ნაგავ-საყრელზე მიგდებულ ურნას

მე გავიხსენებ როგორ ვიდექი მიწაზე მკვდარი
როგორ ვცდილობდი ჩემი სიცოცხლის წამით დანახვას
საბედისწეროდ ვყოფილვარ თურმე უფსკრულთან მდგარი
ვერ გადავურჩი მიწის დაყრას და შიშის დამარხვას

მე მომსწრე გავხდი როგორ ტიროდა ოჯახი ცრემლად
მეცოდებოდა გარშელო ხალხი ზოგი არ ჩანდა
მიწაში ჩამდეს ცოდვილი ფიცრით ვიყავი ცხედრად
და დავინახე ცეცხლი გარშემო როგორ გაჩაღდა

მე ვეღარ ვგრძნობდი ზამთარში ამინდს ყინვიანს თითქოს
მე ვერ ვხედავდი როგორ გარბოდა ფიფქებში წლები
მიწაზე ვგრძნობდი ერთეულების ნაჩუქარ სითბოს
სხეულით ჩამდეთ მაგრამ ბოლოში დავრჩები ძვლები

ვერ დავაპირე მეშინოდა და ვეღარ გავბედე
რომ დამერეკა სიკვდილის წინათ თუნდაც სიზმარში
უკანასკნელად თვალებში მახსოვს როდის ჩაგხედე
შენ არ გჭირდები დამიმტკიცე და დავრჩი წვიმაში

იქაც ვცდილობდი შეუჩერებლივ მე შენთვის ლოცვას
გახსოვს გითხარი შენთვის ვილოცებ რომ გნახე მაშინ
შენ გაიხსენებ ხუთი იანვრის სულ პირველ კოცნას
შენზე რომ ვფიქრობ თავი მგონია პატარა ბავშვი

მე მოვდიოდი სკოლის ეზოსთან ძალიან ჩუმად
და გიყურებდი ქუჩის ბოლოდან ვიდექი ქარში
არც კი იცოდი იქ რომ ვიდექი თუნდაც ხის ბუჩქად
ვერ გივიწყებდი მაგ დროს მივხვდი რომ ვიყავი შარში

მე თვალ-წინ მიდგას დედა-ქალაქის თბილი ქუჩები
ჩახუტებულნი რომ დავდიოდით მთელი სხეულით
მე კარგად მახსოვს ჩემი ნაკოცნი შენი ტუჩები
ახლა კი მკვდარი დავეხეტები გიჟის რვეულით

და თუ ეს ნიშნავს გარდაცვალებას ჩემში
მაშინ დავტოვებ აქაურობას მარად
მე თავს მოვკლავ ისევ ჩვიდმეტჯერ დღეში
მაინც ვიდგები სამარადისოდ მყარად...

4 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta