30.10.2014
***
32, Tbilisi, Georgia

სიყვარული არ არის,
მოდიოდეს,
შუბლზე ნაზად გკოცნიდეს
და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად.
სიყვარულია,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,
მუხლებზე მდგარი,
ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე,
რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.
სიყვარული არ არის,
ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში
ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე
და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე.
სიყვარულია,
უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე,
გაქვავებული,
ფეხმოუცვლელად
და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე.
სიყვარული არ არის,
დაიძინო,
გაიღვიძო და აღარ გიყვარდეს.
სიყვარულია,
22 წლის დაქვრივდე
და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.
მწარეა,
მაგრამ ეს არის სიყვარული.
სასტიკია,
მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი.
...
ჩვენ უნდა შეგვეძლოს
ერთმანეთის გულისცემით ვიკვებებოდეთ,
თორემ ყველაზე იშვიათი ჩიტის რძეც
განავლად იქცევა რამდენიმე საათში.
არ მომაკლო შენი სიყვარული.
არ მომაკლო შენი სიყვარული.
არ მომაკლო შენი სიყვარული...

119 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta