colebis sakitxavi
39, Tbilisi, Georgia

 dzalian magari ramea, chemi azrit :)
ც ო ლ ე ბ ი ს   ს ა კ ი თ ხ ა ვ ი


როცა ჩემს თვალებში
შენი მოშინაურებული სამხრეთის ჩიტები ფრთხიალებენ,
ხოლო მზე _
შენი ხელების მოძრაობის მიხედვით ამოდის და ჩადის,
როცა განთიადამდე რამდენიმე წუთით ადრე
ვარსკვლავები
ჩემი და შენი სიზმრების სიმშვიდეს
ბაღებში ხეებს და ბალახებს ურიგებენ,
ხოლო ჩვენი სიზმარი სამყაროს ყველაზე უასაკო სიზმარია,
როცა ვარდისფერი ლოკოკინების ნაკვალევი
ჩვენი ღამეების ტრაექტორიას იმეორებს,
და ტუჩებიდან მთვარის ზედაპირის გემო არ მშორდება,
როცა ყველაზე გულწრფელ ლოცვებს
საკუთარი ხელისგულებიდან ვკითხულობ,
სწორედ მაშინ _
ჩემს თვალებში მობინადრე შენი მოშინაურებული სამხრეთის ჩიტები
ყველაფერს თვითონ მოგიყვებიან.
მე კი მხოლოდ გეტყვი, რომ
ყველა ქალის ისტორია იწყება ამით.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ცათა მიღმა, წყალთა შინა და მიწასა ზედა,
რომელმაც შენი კეთილი ნებით კეთილშობილ მტვერს ჩაგვბერე სული, სურვილი,
სიცოცხლე და სიყვარული,
და რომელმაც ერთმანეთის სულის, სურვილის, სიცოცხლის და სიყვარულისთვის,
ერთმანეთის მიზეზის და შედეგისათვის,
ერთმანეთის ღალატისათვის დაგვიწესე
დასაწყისი და დასასრული,
მამაო ჩვენო,
ზედმიწევნით შენი ნების და თვალების ფერია
ჩემი სიყვარული.

ჩვენ ყველანი შენი შვილები ვართ.
შენი შვილები ვართ მაშინაც, როცა არ ვასრულებთ საშინაო დავალებებს,
მაშინაც, როცა არ ვასრულებთ საკუთარ როლებს,
არ ვასრულებთ საკუთარ თავს და საკუთარ მისიას.
არ ვასრულებთ დაწყებულ საქმეს, დაპირებებს,
ერთმანეთს,
და ყველაზე მარტივ სურვილებს.



მამაო ჩვენო, შენი შვილი ვარ გუშინ, დღეს და ხვალ.
შენი შვილი ვარ მაშინაც, როცა
მართლა ცაში და ცათა მიღმა და ცაზე უფრო შორს დაგიგულებ,
და უსირცხვილოდ დაგპირდები,
რომ აღარასოდეს მოვიპარავ სხვისი ცოლების კუთვნილ სურვილებს,
და როცა ეს სურვილები შუშის ნამსხვრევებივით დამკაწრავენ,
აღარასოდეს ვიტირებ ისე მოთქმით და ხმამაღლა,
როგორც ბავშვობაში, ველოსიპედიდან გადმოვარდნილი დავტიროდი
გადაყვლეფილ და სისხლიან მუხლებს.



უსირცხვილოდ დაგპირდები, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები
28 წლის დაქვრივებული ბიცოლაჩემივით 20 წლის მერეც ერთგული და შაოსანი,
თუკი ოდესმე ჩემზე ადრე დაასრულებს საკუთარ თავს
კაცი, რომელიც მიპოვის და
ცარიელი ნეკნის ადგილას შემიფარებს.
და თუ მასზე წინ მე დავმთავრდები,
და ის ჩემს კუთვნილ ერთ კი არა, ნახევარ სურვილს
ვიღაც არა-მეს გაუზიარებს,
დაგპირდები, რომ
სადაც ვიქნები, _ ცაში, მიწაში, თუ მიწასა და ცაზე უფრო შორს,
იმაზე უფრო ხმამაღლა და მოთქმით ვიტირებ,
ვიდრე ბავშვობაში, ველოსიპედიდან გადმოვარდნილი დავტიროდი
გადაყვლეფილ და სისხლიან მუხლებს.



მამაო ჩვენო, ჩვენ ყველანი შენი შვილები ვართ,
როცა გპირდებით,
რომ არასოდეს ვუღალატებთ შენი კეთილი ნებით დადგენილ მიზიდულობის კანონებს,
როცა ბრმად და სიყვარულით ვიწერთ ჯვარს შიშზე,

11 views
 
Komente
tamtavar 03.01.2009

gagrdzeleba iqneba

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta