tamo's blog

tamo
33, Tbilisi, Georgia

მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი ამ სამყაროში, ეს არის ადამიანი, რომელსაც თვალებში ჩახედავ და უბრალოდ იცი რომ ის „ შენია“! მასში არის რაღაც, რასაც სხვა ვერავისში ხედავ…. ერთმანეთის პოვნაში ხშირად ბევრი რამ გვიშლის ხელს, ხან საჭირო დრო არ არის, ხან -საჭირო ადგილი!!! ხან ვპოულობთ ერთმანეთს და მერე სიამაყის, სიმხდალის, შეცდომების გამო ვკარგავთ! ხშირად ვოცნებობთ ვიღაც იდეალურზე, მაგრამ ოცნებას იმედგაცრუება ანაცვლებს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ….ბევრი ცხოვრობს უაზრო მოლოდინით, რომ ერთ დღესაც ვიღაც გამოჩნდება და ყველაფერს შეიცვლება. მე კი მგონია,რომ ჭკვიანი ხალხი არასოდეს ელოდება უბრალოდ „ვიღაცას“, ყოველთვის იცის „ვინ“ უნდა მოვიდეს, ვის მისცეს ნება დარჩეს მის სიახლოვეს…

ცხოვრებაში ის…


09.04.2014

ერთ მოხუცთან მივიდა ახლაგაზრდა და უთხრა:
– თქვენ ყოველთვის კარგ ხასიათზე ხართ, არასდროს არ ბრაზობთ. მასწავლეთ როგორ გავხდე მეც ასეთი.
მოხუცი დათანხმდა და თხოვა მას მოეტანა კარტოფილი და გამჭვირვალე პაკეტი.
– როცა ვინმეზე გაბრაზდები ან განაწყენდები, აიღე ეს კარტოფილი, ერთ მხარეზე დააწერე შენი სახელი, ხოლო მეორე მხარეს იმ ადამიანის სახელი, ვისთანაც კონფლიქტი მოგივიდა და შემდეგ ჩადე ის პაკეტში.
– სულ ეს არის? – იკითხა ახალგაზრდამ გაოცებით.
– არა, – უპასუხა მოხუცმა. – შენ ეს პაკეტი სულ თან უნდა ატარო და ყოველთვის, როცა ვინმეზე გაბრაზდები, მასში ახალი კარტოფილი უნდა ჩაამატო.
ახალგაზრდა დათანხმდა.
გავიდა დრო. პაკეტი თითქმის გაივსო და დამძიმდა. მისი ტარება უკვე არ იყო მოსახერხებელი, თანაც იმ…


28.01.2014

ერთხელერთმა მოძღვარმა კითხვა დაუსვა თავის მოწაფეებს: - რატომ იმსხვრევა ფანჯრის მინა, როცა ქვას ესვრიან? - იმიტომ, რომ ქვა მძიმეა, - უპასუხა ერთმა. - იმიტომ, რომ მინა მსხვრევადია, - მიუგო მეორემ. - იმიტომ, რომ ძლიერმა ხელმა ისროლა ქვა და მიზანში მოარტყა, - უპასუხა მესამემ. - არა! იმიტომ, რომ ფანჯარა დახურული იყო! - მიუგო მოძღვარმა, - იარეთ ცხოვრების გზაზე გახსნილი გულით და მტრის მიერ ნასროლი ისარი ვერ დააზიანებს თქვენს ფაქიზ სულებს.


14.12.2013

მე ვდგავარ ცენტრში და ესჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი,ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას! მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანს ამიტომ მიყევით მშვიდ დინებას, რომელიც ერთ დღეს თავის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.

მე ვგრძნობ იმ სენს, რომელიც მარადიულობას უდრის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიადაც არ ასახავს იმ სისრულეს რომელიც ერთი წამით გვხვდება ხოლმე ჩვენ მოკვდავთ,…


08.01.2015

შეიყვარე ის ვინც მაშინაც პირველი გირეკავს, როდესაც შენ აწყენინებ, ვინც ვარსკვლავების საყურებლად დაწვება შენს გვერდით და შენს გულის ცემას მოუსმენს, ან მხოლოდ იმიტომ არ დაიძინებს რომ გიყუროს როგორ გძინავს. შეიყვარე ის, ვინც შუბლზე გკოცნის , ვისაც უნდა რომ მთელმა სამყარომ დაინახოს რომ შენ მისი ხარ, ვინც ხელზე ჩაგკიდებს ხელს მისი მეგობრების თვალწინ, ვინც ფიქრობ რომ შენ მაკიაჟის გარეშეც ლამაზი ხარ, ვინც ყოველთვის გახსენებს იმას რომ შენზე ზრუნავს და რომ ბედნიერად გრძნობს თავს რადგან შენ მის გვერდით ხარ.. ვინც შენს დანახვაზე თავის მეგობრებს ეტყვის- ეს ის არის

შეყვარებულია.


17.09.2014

..ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...დავიძინებ-მიყვარხარ! გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta