bero92's blog

bero92
32, Tbilisi, Georgia

29.10.2014

რა მნიშვნელობა აქვს
ჩაბნელებულია თუ ბრდღვიალებს პროსპექტი,
თუ მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე
ისევ ზის ლამის ჩონჩხადქცეული ქალი,
სამი მცირეწლოვანი ბავშვით
და მეც ისევ თავჩაღუნული ჩავურბენ ხოლმე
მის გამოწვდილ ხელს.


30.10.2014

სიყვარული არ არის,
მოდიოდეს,
შუბლზე ნაზად გკოცნიდეს
და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად.
სიყვარულია,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,
მუხლებზე მდგარი,
ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე,
რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.
სიყვარული არ არის,
ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში
ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე
და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე.
სიყვარულია,
უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე,
გაქვავებული,
ფეხმოუცვლელად
და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე.
სიყვარული არ არის,
დაიძინო,
გაიღვიძო და აღარ გიყვარდეს.
სიყვარულია,
22 წლის დაქვრივდე
და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.
მწარეა,
მაგრამ ეს არის სიყვარული.
სასტიკია,
მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი.
...
ჩვენ უნდა შეგვეძლოს
ერთმანეთის გულისცემით ვიკვებებოდეთ,
თორემ ყველაზე იშვიათი ჩიტის რძეც
განავლად იქცევა რამდენიმე საათში.
არ მომაკლო შენი სიყვარული.
არ მომაკლო შენი სიყვარული.
არ მომაკლო შენი სიყვარული...


31.10.2014

ყოველ ღამე ვნახულობ სიზმრებს კონკრეტული მიზნებებით და როცა მიზანთან ყველაზე ახლოს ვარ ზუსტად მაშინ მეღვიძება..ალბათ ეს სიზმრები გასდევს ჩემს ცხოვრებას ლაიტმოტივად...ალბათ ვერასდროს მივაღწევ დასახულ მიზნებამდე... :(((


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta