VIRT ZONA's blog

VIRT ZONA
35, Alicante, Spain

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა, უნივერსიტეტში ერთ-ერთ სტუდენტს დაუსვა შეკითხვა:

პროფესორი: -ღმერთი კარგია?
სტუდენტი: -კი.
პროფესორი:-ეშმაკი კარგია?
სტუდენტი: -არა.
პროფესორი: -მართალია. მითხარი ერთი შვილო, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:-კი.
პროფესორი:-ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მეთანხმები?
სტუდენტი:-კი.
პროფესორი: -ესეიგი ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: ……
პროფესორი: -ჩვენს პლანეტაზე არის გაჭირვება, ავადმყოფობა, ბოროტება, ხომ მართალია?
სტუდენტი: -კი, ბატონო.
პროფესორი: -ვინ შექმნა ეს ყველაფერი?
სტუდენტი: …..
პროფესორი: -მეცნიერება გვიმტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა სამყაროს აღსაქმელად. მითხარი შვილო გინახავს ღმერთი?
სტუდენტი: -არა.
პროფესორი: -გვითხარი, ღმერთის ხმა გაგიგია?
სტუდენტი: -არა ბატონო.
პროფესორი: -შეხებიხარ ოდესმე ღმერთს?გემო გაგისინჯავს?
სტუდენტი: – სამწუხაროდ არა ბატონო.
პროფესორი: – ამ ყველაფრის მიუხედავად გჯერა ღმერთის?
სტუდენტი: – კი.
პროფესორი: – ამ ყველაფრისგან გამომდინარე მეცნიერება გვეუბნება, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია შვილო ამის საწინააღმდეგო…



06.04.2014

...


--მითხარი ძმაო! ღმერთზე ტკბილი რა ნახე დღემდე? ვინ შეიყვარე ღმერთზე მეტად. --მითხარი ძმაო განა ცოდვა გერჩივნა ლოცვას? ღმერთს გაექეცი ეშმაკების ბუნაგში როცა? --მითხარი ძმაო! ვინ გინახავს ქრისტეზე დიდი, როდესაც ცოდვით გასცემდი და ცოდვითვე სჯიდი?! --მითხარი ძმაო! უშიშარი იყავი განა? როდესაც ჯვარზე მეტი ძალა გეგონა დანა?!. --მითხარი ძმაო! მითხარი,რომ გაიგოს ყველამ, სადაც ღმერთია იქ ხსნაა და იქ არის შველა! --ასეა ძმაო! გული გოდებს და სული მტკივა. ყველა გზა მაინც ტაძრამდე და ღმერთამდე მივა! --ასეა ძმაო! თვალებიდან ცრემლები მცვივა. თუ რწმენა არ აქვს თურმე მზესაც საშინლად სცივა. --ასეა ძმაო! სული ჩემი უფალთან მიმყავს, ღმერთზე მეტად და ღმერთზე ძლიერ არავინ მიყვარს! --ასეა…


ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია -
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან -
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება -
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო -
რაც მომხვდება, ვიყვირო...


- მოდი დავიძინოთ
- რო არ მეძინება?
- გთხოვ რა, დაღლილი ვარ
- კარგი, მაგრამ ჩამეხუტე
რაღაც უცნაური იყო... ყოველ წუთს ჩახუტებას მთხოვდა....მანამდეც ვიცოდი, რომ უყვარდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ იმ დღეს დამაფიქრა
უცნაურად იქცეოდა.. თვალებიც უცნაური ქონდა, ნაღვლიანი....ასეთი არასდროს ყოფილა....ვიფიქრე დაიღალა თქო
ღამე გამაღვიძა:
- გაიღვიძე რა
- რომელი საათია, ძალიან მეძინება, გთხოვ რა
- შემომხედე, დამელაპარაკე
- არა, მეძინება, ხვალ ვილაპარაკოთ
- აღარ გიყვარვარ?
- ისევ სულელობ...მიყვარხარ და სულ მეყვარები....ეხლა დავიძინოთ
- სულ?.... - კიდევ რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ მეძინებოდა და ვერ გავიგე....
- ჩამეხუტე და ისე დაიძინე რა
- კარგი..... - ჩავეხუტე, ძალიან მაგრად
....დრო როგორ გავიდა არ ვიცი,…


ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია


არავის მისცე უფლება გახდეს შენთვის ყველაფერი, რადგან როდესაც ის წავა დაგრჩება მხოლოდ არაფერი....


რას ეძებ? - სიყვარულს...
რატომ? - მჭირდება...
ოპოვნე? - ვერა...
რატომ? - მეშინია...
რისი? - დაკარგვის..


Sada xar dedi?
Guli amtkivda, mishvele dedi!
Tvalt mibneldeba, dagamda dedi??
Am xalxs ra unda? Gamishvit xeli!
Arsad wamoval! Mixseni dedi..
Es ra yutia? Mitxari dedi…
Tetri sudara rat ginda dedi?
Ratom tirixar? Ratom gdis cremli?
Rom geperebi, vera grdznob dedi?
Gtxov shemomxede, shvili var
sheni…
Nutu ver mxedav, es me var dedi!
Arc chemi gesmis? Ra xdeba dedi?
A ratom vwevar? Ratom ver
vdgebi?
Ratom moprinda es tetri mtredi?
Sait migyavart? Ar minda xelshi!
Dabla chamomsvit gavivli pexit…
Es ra omia?…


← i mëparshëm 1 2 3 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta