gio877's blog

gio877
34, Tbilisi, Georgia

ფეისბუკმა გამოგვალენჩა მელი ღამის უძილობა დასჩნევია თვალებსაც, ჩვენ გვეხება აი ყველას, კაცებსაც და ქალებსაც! ფეისბუკმა ხალხი ასე რაფერ გამოგვალენჩა? ეზო, ბაღი, დაგვავიწყა და წეიღო ალენჯამ! გეტყვით კიდო ახლა აგერ თლა მაგაზე ვარესსაც: ფეისბუკიდან ვგებულობთ რა უჭირ მოყვარესა... ამას ძამა არ ვუსურვებ არც მტერს,არც მოყვარესა. ცუკენბერგის კუბო დავდგი ერთ მთვარიან ღამესა!.. აგერ, ჩემი მეზობელი ისე გამუალენჩა; ფეისბუკთან იჟდა თურმე და შესძახეს: ალექსააა! გამოსულა თურმე უცფათ ტიტლიკანა ალექსა; უყურებს მეზობელი და არ უჯერებს თვალებსა; ტანზე, თურმე ანაგებათ სულ აფერი არ ეცვა, იდგა გაშტერებული და იფშნიტავდა თვალებსა... მეზობელმა თქვა: "გავშტერდი, ჭერი თავზე დამექცა და ხმამაღლა ვუყვიროდი: დაბადება დაგექცა. არ ვიცოდი რა მექნა და…


ვერაფერს გიტოვებთ და ისე
ხომ გაგახსენდებით ჭაბუკი-ბოჰემა,
ძმაკაცთან მიყვარდა ქეიფი,დალევა,
და მთაში ძმობილთან ცხენების ჭენება.
სატრფოსთან ვამბობდი ვერ დაგაღალატებ,
და თურმე ვცდებოდი,წასვლით ვუღალატე,
ვიცი რომ გამიგებთ და შეგეცოდებით,
და გახსენებაზე თვალსაც აიცრემლებთ.
მივდივარ,არც ვიცი იქ რა მელოდება,
მივდივარ,მიწასთან მინდა ჩახუტება,
იტყვიან ქალაქში,ახალგაზრდა იყო,
უბედურ დედ-მამას რა დღე გაუთენა.
ზოგი გამომლანძღავს,ლაჩარი ყოფილა,
(რამ გადარიაო),იტყვიან ათასნი,
მე გამეცინება და ვიტყვი რა იცით,
რა იცით, მე ამას რამდენჯერ ვინანებ.
ცხოვრებას ვაგინე და ისე დავტოვე,
ნურავინ მიტირებთ(მერევა გონება)
ვერაფერს გიტოვებთ და ისე მივდივარ,
ხომ გაგახსენდებით ჭაბუკი-ბოჰემა.


მე თუ სიყვარულის ძალა შემრჩენია,

მე თუ მონატრებას ლანდად ავეკიდე,
მე თუ შენი სახე გულში ჩამრჩენია,
ჩემი ბრალია და მეც აგეკიდე...
მე თუ ოცნებების, ულევ, კოშკებს ვაგებ,
მე თუ საძირკველი სუსტი გამომსვლია,
მე თუ შენს სიყვარულს ჩემში ვიორმაგებ,
ჩემი ბრალია და ცრემლიც დამდენია...
მე თუ იმ ბედნიერ წუთებს ვერ ვივიწყებ,
მე თუ განშორება , ასე, არ მჩვევია,
მე თუ დავიწყებას შენზე ფიქრით ვიწყებ,
ჩემი ბრალია და გზაც არ დამრჩენია...
მე თუ სასწაულებს კვლავ ბავშვივით ველი...
შენ თუ წარსულისგან დახსნა არ გიცდია...
ჩვენ თუ გავათენეთ თეთრად, ღამე ბნელი,
ჩვენი ბრალია, რომ კარგად არ გვიცდია...
და თუ შენი თმების სურნელს ვერ ვივიწყებ...
და თუ შენი სახის ნაკვთებს ვეღარ ვიცნობ...
და თუ შენთან ყოფნას უკვე ღმერთიც მიშლის,
მიწას მიმაბარეთ, ცრემლი, ცრემლად იყოს!


14.07.2014

Ici vin xar? Lamaze tvaleba, au rogor miyvars sheni wvaleba. Ici vin xar? Chemi ocneba, me ro meyvareba mteli cxovreba. Ici vin xar? Chemi sicocxle me ro meyvareba mteli cxovreba. Ici vin xar? Chemi sicocxle chemtan tu iqnebi mashin vicocxleb. Ici vin xar? Gamis kashkasha sinatle games ro minatebs. Ici vin xar? Chemi sixaruli guls ro mixarebs lamzi siyvarulit. Ici vin xar? Chemi varskvlavi ai rato var shenit gamtbari. Ici vin xar? CHEMI XATEBA ROMELIC SUL SUL M.E.N.A.T.R.E.B.A.A


ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით...
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
მარადიული მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი ფიქრები სავსეა შენით.
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულობ შენით..


ბევრჯერ ჩავქრი
ბევრჯერ ავინთე
ბევრჯერ შევცოდე
ბევრჯერ გავერთე
ბევრი ვიტირე
ბევრიც ვიყვირე
მაგრამ პასუხად
რამე მივიღე?
მხოლოდ სიჩუმე
მე კვლავ ვიყვირე:
გთხოვ ხმა გამეცი
ნუ ხარ სიცივე.
იქნებ გამიგო
რომ ვიგრძნო სითბო
იქნებ შენს ხელებს
შევეხო, ვიგრძნო
იქნებ გეფერო
იქნებ გეხვეწო
იქნებ მუხლებზე
დაგიდგე გინდა
ან იქნებ გინდა
რომ გული მოგცე
ხოდა წაიგე, აქ არის მოდი
მოდი მომკალი
დამადე ლოდი


რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,რამდენჯერ ვინ იცის?!
შენთვის ეს არასდროს მითქვამს,ახლა ამ ლექსით ვიტყვი,
მენატრები,მაგრამ სად ხარ? სადღაც შორს,
ნუთუ ჩემს თვალებში არასდროს დაგინახავს,რასაც გთხოვ?!
და მაინც,რომ იყო ჩემთან რა აზრი ექნება,
შენი გული ხომ ისევ სხვისთვის ფეთქავს,
მე? მე კი მომკლავს ეს ტკივილი,ტკივილი მონატრების,
იმედი მეძლევა ღამის სიზმრებში შენი მოლანდებით.
იცი? რამდენჯერ,რამდენჯერ მინატრია შენთან ჩახუტება,
არ მინდოდა მყვარებოდი,არ მინდოდა იმედის გაცრუება..


თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ? ნამდვილი ცხოველები კომპიუტერთან სხედან და ერთობიან ამ ყველაფრით. ბევრი ამტკიცებს კიდეც, რომ ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია მაგრამ მათ ცხოველიც კი არ უნდა უწოდო ეს მათთვის კომპლიმენტია! ტყვიის სროლის მაგივრად რომ დაეძინებინათ არაფერი არ ედგა წინ ამას მაგრამ რისი ქართველები ვიქნებოდით ეს რომ გაგვეკეთებინა??? ამით ხომ ვერ გაერთობოდნენ! რათქმაუნდა უდიდესი ტრაგედიაა ამდენი ადამიანის დაკარგვა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ ყველაფერი უკან უნდა გავაყოლოთ. ყველანი ცოცხალი არსებები ვართ!
და ბოლოს მორეჩით დემაგოგობას და გადით გარეთ ქვეყანას ჭირდებით, აქედან ნამდვილად ვერ დაეხმარებით!


22.03.2018

შენ ის სიგიჟე ხარ, რომელსაც თეთრი ხალათი არ ჭირდება... ის წარსული ხარ, რომელიც აწი უნდა მოხდეს და სუიციდი- რომელიც სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს... მობრუნებაც ხარ წასვლიდან და წასვლაც მთელი თავისი დარჩენებით... შენ ის ლექსი ხარ, რომელსაც ადრე თუ გვიან დავწერ, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს წავიკითხავ


ინციდენტი საავადმყოფოში - ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"- უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! -"აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ…


← i mëparshëm 1 2 3 4 5 ... 43 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta