katusha79's blog

katusha79
44, Tbilisi, Georgia

25.03.2012

ეხლაც მენატრები.. წვიმა თვალებში.. შენი თვალები.. არა ჩემს თვალებში .. მახსენდება.. მახსენდება და ვგრძნობ რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო... არა კი არ იყო შეცდომაა.. შენი სიყვარული... ვიცი რომ არ უნდა მიყვარდე, მაგრამ შეიძლება სიყვარულს შეცდიმა დაარქვა? ალბათ არა.. მაგრამ რა ქვია ჩემს გრძნობას? შენ გაქრი.. და მე ,მახსენდება ის ერთადერთი კვირა როცა შნი რიმილი ჩემი იყო, ჩემი კი არა, როცა გიყვარდი და მე... მერე დასასრული... დასაწყისი.. შენ აღარ გიყვარდი.. მე შემიყვარდი... ახლა? ახლა მიყვარხარ... შენ?????? ალბათ არა... მონატრება... სიყვარული.. ოცნება ირევა ერთმანეთში, ნისლი, ბურუსი და მე ვიკარგები, გივიწყებ წამით და მახსენდები საუკუნით, ვუყურებ სხვას და გხედავ შენ... და ვცოცხლობ…


09.01.2012

გიყვარვარ?
გიტოვებ მინდვრებად გაბნეულს...
მარცვლებად სიყვარულს...
სევდას და სინაზეს........................
აკრიფე, თუ შეძლო...
დახვრიტე ფრთხილად და...
აასხი ფერებად გრძნობების სინაზე... გიყვარავარ?
შენს ხელში ლოცვების ფსკვნილი ვარ... ..თითები მარცვლავენ იისფერ საფირონს.
იცოდე, ცოტათი მეტი ვარ მირაჟზე...
და თუკი ღვთისმშობლის ხატიდან წვეთ მირონს იპკურებ...
წარმართი იწამებს სალოცავს...
იებად ვიფეთქებ ამ ზამთრის ჯინაზე... .
გიყვარვარ?
.შეძელი!..


შენ რომ წახვიდე, ჩემი ცხოვრებიდან,

დავემსგავსები გიჟს....

ვიხეტიალებ წვიმაში მარტო,ღვინით მოვიკლავ ჟინს,

გამახსენდება.. შენი თვალები, რაზეც ოცნებაც მღლის...

მომენატრება.... შენი ღიმილი და მივეცემი ფიქრს......

შენ რომ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან..... განა ცხოვრება ღირს???.....


უშენოდ– აუხსნელი გრძნობა მეუფლება

თითქოსდა რაღაც აკლია სულს,

დიდი, უნაპირო სევდა მეუფლება

და დიდი ლოდი მიმძიმებს გულს.

უშენოდ–თითქოს მზეც კი არ მზეობს

და აღარც მთვარე მინათებს გზას,

უშენოდ–თითქოს ჩიტი ვარ უფრთოდ

და ვეღარ ვიქნევ ორივე ფრთას.

უშენოდ–თითქოს დღეც კი ღამეა

არ ციმციმებენ არც ვარსკვლავები,

უშენოდ–თითქოს თევზი ვარ უწყლოდ

და უხატებოდ სალოცავები.

ამ ყვავილებმაც დაჰკარგეს სუნი

არ ჭიკჭიკებენ აღარც ჩიტები,

ამ სიცოცხლემაც აზრი დაკარგა

უშენოდ– კარგო მე ვერ ვიქნები!


26.09.2011

მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული

მერე მზერის აპარება მკერდზე ურცხვად...

თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული

იცით,წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა.

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების

და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა,

იქნებ შევძლო ჩაგჩურჩულოთ მოფერებით

მაპატიეთ ქალბატონო-მყვარებიხართ.

მაპატიეთ ქალბატონო სიყვარული

როგორც ცოდვა უნებურად ჩადენილი...

გამომყევით,თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს

ტალახებით მოხატული ქვაფენილი.

გზები უკვე გუბეებმა გადათელეს

თქვენ ხომ თვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით

ალბათ ფიქრობთ უმიზეზოდ შეგაჩერეთ

მაპატიეთ ქალბატონი-შემიყვარდით...


25.09.2011

მზეს მოგიწყვეტდი ,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი....
მოგეფერებოდი შეციებულს
გულში ჩაგიკრავდი...
სადმე წაგიყვანდი,მინდორ-მინდორ
ხელით გატარებდი...
ერთად შეგკრავდი და ატირებულს
ისევ დაგაბნევდი...
სევდას გაგიქრობდი უპეებთან
ჩუმად მიჩქმალულებს...
შენი მონა ვარ და გამიბედე
შენთვის მიმსახურე...
შენივ სევდისაგან შენივ ლამაზ
სულით დაგიცავდი...
მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს
თმებში ჩაგიწნავდი.


24.09.2011

სთქვი რაზე ფიქრობ,

ჯერ არდეა შენთვის ნაღველი,

შენ ჯერ არც უნდა გაგეგონოს სევდის სახელი.

შენ რაზედ ფიქრობ, რომ შემეძლოს იმის წაკითხვა

მე გავიგებდი რაც ჩვენს შორის დღემდე არ ითქვა.


მე რომ მანდობდე - რასაც მხოლოდ სიჩუმეს ანდობ,

მე რომ მეტყოდე - რასაც მხოლოდ ფიქრებთან ამბობ,

მოვიტაცებდი შენი გულის პატარა ნაღველს!

და ჩემს დიდ სევდას დავარქმევდი შენს ლამაზ სახელს!


24.09.2011

ეს ქალი და ელვა ერთმანეთს მაგონებს,
ყველასთან უცხოს, ურჩს და ფეთიანს.
ამ ქალის ღიმილი მე ქუხილს მაგონებს,
სახეზე ჩრდილივით გადავლილს, შლეგიანს.
ამ ქალის ფერები კი ღრუბლებს მაგონებს,
მოზელილს, არეულს ნისლთან და წვიმასთან.
ამ ქალის თითები მე ქარებს მაგონებს
ჰაერში გამკრთალებს, დაცვენილს ღრუბლიდან.
მთლიანად ეს ქალი?
საოცრად მაოცებს...
ყველაფერს მაგონებს
და თითქმის მაოგნებს.


23.09.2011

შენ თუ არ მოხვალ
მე მაინც მოვალ........
მოვალ მოგიტან მზეს
ციურ მნათობებს,
ლამაზ სიცოცხლეს
და საოცნებო დღეს.
ღრუბლებს მოვგლეჯავ
ნაცრისფერ კალთას
გადვისვრი სალსა კლდეს,
ვარსკვლავებს დავკრეფ
ცაზე ბალღივით,
მოვალ, ჩაგიწნავ თმებს.
შენ თუ არ მოხვალ,
მე მაინც მოვალ
მოვალ მოგიტან მზეს.


რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ყვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მა...რადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი განცდის, გრძნობის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით,–
- მიყვარხარ!

მაგრამ ამ სიტყვას ახლა,
იაფი სცენის სურნელი ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ალბათ ამიტომ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა...
შენ კი გახსოვდეს,
შენ კი გჯეროდეს, რომ არასოდეს
დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს...
და გზა, რომელიც გაიყო ორად,
და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად,
დღეგრძელი იყოს,…


← i mëparshëm 1 2 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta