qutaiseli1's blog

qutaiseli1
33, Valletta, Malta

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.
ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.
გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,
ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.
მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,
მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლვაცხებდი…


ვეგარ გამიგია მძულხარ თუ მიყვარხარ
ისე მომრევია გესლი,
ხანახარ ნაყოფი ედემის ხისა და
ხანაც სიძულვილის თესლი,
ისიც კი ვიფიქრე სამოთხის ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის,
მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და
შენ ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მხურვალე კოცნა და
ლამის ჩავიფერფლე ცეცხლში,
არც შენ იყავი ყინულის ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში....


17.12.2013

როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან. მერე კი თანდათან იმასაც ცდილობენ, როგორმე შეგცვალონ და მათი სურვილისამებრ თუ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად.“


29.12.2010




რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი,

ჩემი ხორგო და მარანი,

ჩემი ცეცხლი და ღადარი,

სახლის წინ ნაგრიგალარი,

გაფითრებული ჭადარი,

ჩემი კავი და სახნისი,

ჩემი თონე და ბეღელი

და დედა, დიასახლისი,

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი,

დუღილით ნაქოთქოთარი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

ვარდებიანი ბარდნარი

და გუმარეშის ყანები!

თოხი პირგამოპირული,

გაციებული ბინული...

გახსოვს, ტყეები? ირიბად

ხეზე დაკრული თარჯები…

ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,

შეყვარებული დარჩები …

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,

თევზაობა და აპრილი?

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით

მისგან დამთვრალი ბიჭები?

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი,

ან…


11.12.2008

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა.


ჯაჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის ,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობი დან - სიბერემდის.

მ ის ქვეშ ახლა მეტივეთა
მეტი ვური აღარ ისმის,
ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა
მეტივე თა საკადრისი.

ამ ხიდიდან გავჩნდებოდი
ა თი კაცის საფარავში,
რი ონს ზურგზე ვახტებოდი,
რო გორც ლურჯას ფაფარაშლილს.

წლები მდორედ არ წამსვლია
და ვერც ახლა გავხდი დინჯი.
წყალს ვტაცებდი აბაზიანს,
ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.

ვიღაც მიხმობს, გადახტიო,
- წყალი როგორც გაკრთობს, კაცო!
გადახტი ო, ყაჩაღ რიონს
რომ ბალღობაც გამოსტაცო.

ჯა ჭვის ხიდი, ჩვენი ხიდი,
ჯაჭვი რაჭა-იმერეთის ,
ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის
ბალღობი დან - სიბერემდის.


11.12.2008

ქუთაისში ქარი იცის,
გაგხდის ქარის უნახავს!
პურს გატეხავს მასპინძელი-
მომსვლელ სტუმარს უნახავს
სიხუმელი კაცი იბრძვის,
გაგხდის ბრძოლის უნახავს .
საქართველო მას სიზმაეშიც
ერთიანი უნახავს.
ტატო მოქრის თბილისიდან,
მოაქროლებს მერანს.
საქართველოს თუ უჭ ირდა-
მივწვდომივართ მწვერვალს
თელაველი კაცი მღერის
გაგხდის კაცის უნახავს
ღვინოს არ სვამს,გაშრაყელი-
მომსვლელ სტუმარს უნახავს,
საქართველო ზღაპარია,
სიზმარში რომ გინახავს
და ქართველიც მის სიყვარულს
მარად გულში ინახავს.


11.12.2008

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


ორ ციფრს გვაწერენ საფლავის ქვაზე
დაბადების და გარდაცვალების
როდის მოვედით ამ ქვეყანაზე
და როდის დავთმეთ დიდი წვალებით
დგას წამკითხველი და ფიქრობს ასე,
ამ წელს მოსულა,იმ წელს წასულა
შუაში ტირეს არაფრად აგდებს
და მივაჩნივართ მხოლოდ წარსულად
თუმც წამკითხველმა უნდა იცოდეს
რომ ეს ტირეა ჩვენი ცხოვრება
გადაიწერს პირჯვარს,თან შეგვიცოდებს
მისგან მოგვივა სულის ცხონება
ისე გვეცხოვროს პატარა ტირე
დავიმსახუროთ წყვილი სანთელი
აქ კაცი იყავ,მით დაგიტირეთ
იქაც დაგდგეს დიდი ნათელი


11.12.2008

ქუთაისისთვის
ყველა ქალაქი როდია ასე
სიყვარულით და იმედით სავსე,
ჩემო ქალაქო,ლხენით ამავსე!
ბევრს უმღერია თავის ქალაქზე.
ქუთაისლობა მეამაყება,
ქუთაისელი მქვია სახელად,
გულის სიღრმეში ყველას გაყვება
მისი ტრფიალი- სული ამხელა
დამიკოცნია მისი ჭადრები
ქედი მიხრია მისი მიწისთვის,
როგორც ცისკარი,გავიბადრები
და ავმაღლდები ქუთაისისთვის


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta