...........'s blog

...........
35, Tbilisi, Georgia

09.01.2021

იცხოვრე მარტივად! შეეგუე! გაუძელი! დამიჯერე, სამყაროს ვერ შეცვლი! ამ ყალბ ადამიანებს ვერ შეცვლი! აზრი არ აქვს! გაუღიმე უღირსსაც! გიყვარდეს! აპატიე! არ მიაქციო ყურადღება შენზე რას იტყვიან! არ შეგშურდეს! უბრალოდ იყავი, არ გადაიქცე! შენ იყავი ნაღდი! შენ იყავი ღირსეული! შენ იყავი ადამიანი! სულ ესაა ბედნიერების საიდუმლო!"


09.01.2021

როდესაც საყვარელ ადამიანს ვკარგავთ, გვგონია რომ დრო ჩერდება, ყველაფერს ფერი ეცვლება, ხალისი ეკარგება, ახლად ანთებული ლამპრები ქვრება, ჩვენი ნაბიჯები ნელ-ნელა ნელდება, კუს სვლას უტოლდება, და ბოლოს ვჩერდებით... მაგრამ არაა! ეს მხოლოდ ჩვენი დროებითი წარმოსახვაა რაც მალევე ჩვენდა უცნობლად ქრება, ქრება და ჩვენთან ახლოს მყუდროდ თავსდება, იქვე კუთხეში. თავს არასდროს გვავიწყებს,ხშირად ბრუნდება ხოლმე კუთვნილ ადგილას გაბოროტებული, მუდამ იმის მცდელობაშია რომ საბოლოოდ გაგვაჩეროს, ყველაფერზე ხელი ჩაგვაქნევინოს , ცხოვრების ფერები რომელსაც თავად ვქმნით ხელიდან წაგვგლიჯოს, აქაურობის ხიბლი დაგვაკარგვინოს თუმცა ამაოდ, მაინც არსებობს ჩვენში რაღაც ამოუცნობი, ცხოვრების კანონი, რაც გვაიძულებს არსებობას მანამ სანამ ჩვენც არ გვეწვევა დასასრული. ცხოვრება არ ინტერესდება ჩვენი პრობლემებით,განცდებით,ტკივილებიც, იგი გვაიძულებს განვაგრძოთ სვლა, შევიგრძნოთ, გავცეთ, მივიღოთ, შევყუროთ, ვიფიქროთ, გვინდოდეს, გვწამდეს, გვიყვარდეს, ჩვენ კი არასდროს დავნებდეთ❤️


09.01.2021

როგორ უძლებს ხალხი,როცა ვიღაც სულის ტკივილამდე უყვართ?! როცა ბედნიერებისგან ადგილს ვერ პოულობ,ემოციებით,რომ ხარ სავსე და ამ სიყვარულს ვერ იტევ...


- არასოდეს არ არის გვიანი კითხო ადამიანს "როგორ ხარ?!"
არასოდეს არ არის გვიანი უთხრა "მომენატრე"...
არასოდეს არ არის ზედმეტი უთხრა "მიყვარხარ"... ზოგჯერ პატარა დეტალებში გამოხატული გვერდში დგომა და დაფასება უფრო გაბედნიერებს, ვიდრე გრანდიოზული საჩუქრის მიღება. ან, რა უნდა აჩუქოს ერთმა ადამიანმა მეორეს, სითბოზე ძვირადღირებული?! ყურადღებაზე სასიამოვნო?! სიყვარულზე მეტად საჭირო?!
ზოგჯერ ერთ სიტყვას შეუძლია სიცოცხლის ძალა შეგმატოს და ყველაზე უფერული დღე სიხარულისფარდ შეგიღებოს... ისე გაგაბედნიეროს, რომ თავი მთელი სამყაროს მფლობელად გაგრძნონინოს!..?


01.10.2019

,,ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი... არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები... რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან... და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...) ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...! არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე... არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე... არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს... მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან მომავალს მისპობს... არ მინდა მტრობა, რადგან მოსვენებას მიკარგავს... არ მიყვარს ძვირფასი სამკაულები... ამპარტავანი ხასიათი... ვგიჟდები თავმდაბალ კეთილშობილებზე... არ მიყვარს ოქრო... მიყვარს ოქრო – გულიანი კაცი... (ვერცხლი მუდამ მაგონებს იუდას...) ვგიჟდები უბრალო, თავისუფალ ურთიერთობებზე...მიყვარს იქ ყოფნა, სადაც სითბოა, სიყვარული და გულ – ღია ხალხი... არ მინდა დილა – მზის გარეშე...! არ მომწონს ცარიელი სახლი და მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავის მოდუღება... არ მინდა ადამიანების დაკარგვა უბრალო მიზეზების გამო... არ მომწონს კამათი და მაოცებენ გულცივი, ურეაქციო ადამიანები... ვერ ვიტან ჩაკეტილ სივრცეს... რადგან არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი... უჰაერო ოთახში კი, არასოდეს მეტევა მზე.."❤


ცუდ ხასიათზე ვიყავი და მინდოდა რამე დამეწერა. რამე ისეთი, ტრაგიკული, დეპრესიული, გულის ყველაზე ბნელ და მიუვალ კუთხეებში რომ ჩააღწევს და სულის ტკივილი სისხლს გაგიყინავს ძარღვებში. მინდოდა დამეწერა, მერე წამეკითხა და საკუთარ ნაწერზე გემრიელად მეტირა. იმიტომ კი არა, რომ მტირალა ვარ, არა კი ვარ. ტირილი ხანდახან კარგია, ეს ნიშნავს რომ რაღაცას ვგრძნობ. ვიჯექი დღიურით ხელში ჩემი საყვარელი ოთახის ჩემს საყვარელ აივანზე ჩემს საყვარელ სავარძელში ჩემს საყვარელ მოაჯირზე ფეხებშემოლაგებული, ჩემი საყვარელი სიმღერით, ჩემი საყვარელი მთვარის შუქზე, ჩემი სამყაროდან მოქროლილი ნიავით თავბრუდახვეული და ვწერდი და ვშლიდი, ვწერდი და ვშლიდი. ვერ ვიტირე. ჩვენ ყველანი ვუყურებთ ცხოვრებას ზუსტად ისეთს როგორიც არის, მშვენიერი და საზარელი, კარგი და ცუდი, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე დამპალი, ფერადი და შავით დაბურული, ვუყურებთ და ვეკითხებით საკუთარ თავს, ღირს კი? ზოგჯერ ბედნიერებისგან გაბრუებულები ცუდს ვეღარ ვხედავთ. უფრო ხშირად, საკუთარ ნაირევებით მოხატულ სულში ვიხედებით და როცა ტკივილის ფერებს ვხედავთ, ვგრძნობთ როგორ გვერევა პროტესტი და უპასუხო „რატომ?“. ვიცით, რომ შეიძლება ხვალ აღარ იყოს, ხვალ კი არა, შემდეგი წუთი შეიძლება აღარ იყოს, ეს ვიცით და მაინც ისე ვცხოვრობთ თითქოს უკვდავები ვართ. ვუშვებთ უაზრო, გამოუსწორებელ შეცდომებს, მერე ვსხედვართ და ვნანობთ, თავიდან ვიმეორებთ იგივე შეცდომებს და მერე უფრო მეტად გვტკივა დაფლეთილი სული. არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ იმიტომ რომ გვგონია სულ გვექნება დრო. დრო, რომელიც ყველაზე სწრაფად თავდება. გვეშინია და იმის ნაცვლად, რომ ვიბრძოლოთ, თვალებს ვხუჭავთ, იმიტომ კი არა, რომ სიმამაცე არ გვყოფნის, გაქცევა უფრო გვეადვილება. გვინდა რაღაც ვთქვათ და ვერ ვამბობთ, იმიტომ არა, რომ საკმარისად არ გვინდა თქმა, იმიტომ რომ სიმშვიდე რამემ არ დაგვირღვიოს. რაღაც გვინდა და არ ვიღებთ, იმიტომ…


09.12.2018

არვიცი რომელია უკეთესი , მარტო ყოფნა და ნაკლები ტკივილი თუ სხვასთან ყოფნა და ზედმეტი კითხვები ... ?! ვოცნებობ ხოლმე ერთ დღესაც მოვიდეს ვინმე , ვისაც მოუნდება მომაშოროს დარდი და სევდა და ჩემი ყოველი ამოსუნთქვა , ჩასუნთქვა და თვალის დახამხამება წაიკითხოს ... წაიკითხოს ისე , რომ არ გამორჩეს არც ერთი ტკივილი , არც ფეხის გადაბრუნება , არც დაჩივლება , არც ბედნიერება ... გამიცნოს …
მერე ჩამკიდოს ხელი , თითები თითებში ამიხლართოს და წავიყვანო იქ , სადაც ჩემნაირებს სუნთქვა შეუძლიათ ... !!!


12.11.2018

მომენატრე...როგორ იცი?...გინდა აგიხსნა როგორ?...მაშინ სცადე არ ისუნთქო...მინდა მაშინაც არ ისუნთქო,როცა გაუსაძლისად მოგინდება ერთი ყლუპი ჰაერი ჩაისუნთქო...რას გრძნობ ეხლა?... წარმოიდგინე დანის დარტყმისგან მიყენებული ტკივილი... წარმოიდგინე,ოღონდ არ იყვირო როცა გეტკინება....
ეხლა წარმოიდგინე უდაბნო...მცხუნვარე მზე,ცხელი ქვიშა და შენ მარტო ხარ ამ უდაბნოში უწყლოდ...გინდა ერთი ყლუპი მაინც შესვა რომ წყურვილი მოიკლა,
მაგრამ შენი სურვილი მხოლოდ უსუსურობის განცდად იქცევა როცა ხვდები რომ ამაოა სურვილის ქონაც კი...
წარმოიდგინე რომ ოკეანის ტალღებს ებრძვი...ყველგან წყალი,მხოლოდ წყალი...
ხმელეთის დანახვის სურვილი გკლავს,მაგრამ ამაოა სურვილიც...შენ ოკეანის მსხვერპლი ხარ...ხვდები,თუმცა არ გტოვებს სურვილი მიწა შეიგრძნო ფეხვეშ... წარმოიდგინე რომ უკაცრიელ კუნძულზე ხარ სრულიად მარტო...გწყურია ვინმეს ხმა გაიგონო,გათანგული ხარ მარტოობისგან და ცხოველიც კი ადამიანად გეჩვენება ხანდახან..მაგრამ გაფხიზლებს მისი ცხოველური…


12.11.2018

მაპატიე სიყვარულო, მე ხო ასეთი ვარ. იმის მაგივრად,რომ შენთან მოვიდე და გითხრა რომ , მტკივა და ვერ ვსუნთქავ, მე უბრალოდ ვწერ... მაპატიე ,რომ წერა ჩემთვის ყველაზე დიდი შვებაა... მაპატიე , რომ ვერ გტკენ, ჩემი ტკივილით.. დაე მოდი, ამ ჩანაწერებმა იცოდეს მხოლოდ,რომ მე შენ მიყვარხარ, იმდენად მიყვარხარ, რომ მტკივა...ჩემი დაუსრულებელი ფიქრები ნაწერებმა იცოდეს და არა შენ... როდესაც ვწერ ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება, ველაპარაკები და ყველაზე ახლო მეგობარიც ჩემი ჩანაწერებია.. იმ ყველაფერს ვეუბნები რასაც შენ ვერ გეტყვი.. რთულია ცხოვრება , ჩემთვის ზედმეტად რთული. ხანდახან მინდა უბრალოდ დავჯდე მხარზე დაგადო თავი და გელაპარაკო ჩემს მარადიულ გრძნობებზე,ჩემს ტკივილებზე.. მინდა გითხრა, რომ მე ყოველღამე სიკვდილზე ვფიქრობ,…


იცი როგორია ნამდვილი მონატრება? საშინელი.ძვლების ატკივებამდე გენატრება.ჰაერი,რომელიც შენს ფილტვებში ჩადის არ გყოფნის.გული გეკუმშება,შიგნით შენი მონატრება ჩასახლებულა და ხელს იმდენად მიჭერს რომ არსებობის საშულებას არ მაძლევს შენს გარეშე.
წუთში 60-ჯერ შენი სახელი მიტრიალებს გონებაში.დღეები იზლაზნება და ამავედროს საშინლად სწრაფად გადის.ითვლი და ხვდები,რომ მონატრებისთვის ყოველი წამი ძალიან ბევრია! საღამოს, მონატრება უფრო გეძალება და ცრემლები თვალის გუგებს ასკდება .მერე დუმხარ,
დუმხარ და ფიქრობ
რას განიცდის თავად?
არეული ფიქრები ისევ იკვლევენ გზას და ყველაფერი ცუდი ერთაად იყრის თავს.
გინდა მასთან გაიქცე ჩაუხუტო და არასდროს გაუშვა.
ერთიანად გახსენდება მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა და გამბედაობას ვერ იკრებ,რომ დაურეკო! არის რაღაც,რაც გაკავებს და ხელ-ფეხს გიკრავს.ეს არაა თავმოყვარეობა ან რამე მსგავსი.ესაა შიში.შიში,რომელიც თავადაც…


← i mëparshëm 1 2 3 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta