ამ სიყვარულზე უნდა ლეგენდა ითქვას
33, Tbilisi, Georgia

მე სიხარულით დავიწყებ სმას,
დიდი ფიალით დავლოცავ მას,
ბევრს ვადღეგრძელებ ჩავიხრჩობ თავს,
რადგან სიყვარულით ის მაინც მკლავს.

ხალხს რაც უნდათ ყველამ ის თქვას,
მე კი მის გამო გავწურავ ქვას,
წვიმის ცრემლებით ავავსებ ზღვას,
ყველას შეგშურდეთ მე რომ ის მყავს.

ყანწი მესროლეთ მოვუხმო მას,
მან ამიხილა თვალები ბრმას,
მან შემასწავლა ბრძოლა მე ყრმას,
მასაც მოუსმინოთ იქნება თქვას.

ჩემზე იძახით ოხ რამდენს სვამს,
არ გეთანხმებით ბოროტს და ავს,
განა მე მინდა რომ ვავნო თავს,
ის ერთი მიყვარს ისიც მე მკლავს.

ღვინის სიმთვრალე სიყვარულს კეტავს,
ვეღარას ამბობს ვერაფერს ხედავს,
ისე ძლიერად ერთურთი გვიყვარს,
ამ სიყვარულზე უნდა ლეგენდა ითქვას.

0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes