ფიქრებში გართული ოცნებას მივყვები,
ცხოვრება ჩამივლის გვერდს,
ისევ მარტოობა, ისევ უშენობა,
მაინც არ ვემდური ღმერთს.
ნათლად დაგანახე ეს ჩემი სამყარო,
თუ როგორ არ ვგავარ სხვებს,
შენ კი ვერ გამიგე და ზურგი მაქციე,
მე ისევ მარტო ვარ დღეს.
თუ ვერ შემიყვარებ, ბედს შევეგუები
ამას ხომ განგება წყვეტს,
უაზრო იქნება რომ გაგინაწყენდე,
სიყვარულს მივანდობ ღმერთს.
მაგრამ უშენობის ტკივილი გულს მიკლავს,
მალულად მოვიწმენდ ცრემლს,
უფალს შევღაღადებ ციდან დაგიფაროს,
ყოველთვის შენ სძლიო მტრებს.
შენი შეცოდება არაფრად არ მინდა,
არც ყალბი სიტყვების მწამს,
შენ რომ გყვარებოდი არ მიმატოვებდი
და არ წაყვებოდი სხვას.
ამ რთული ცხოვრების სიყალბით გადაღლილს,
აღარც სიყვარულის მწამს,
ვბარბაცებ ქუჩაში დაცლილი ბოთლებით,
ვარსკვლავი მინათებს გზას...
mec var, ara mishavs, dro gamyavs am saitis daxmarebit :-$ *KISSING*
ჰოო მართალი ხარ. მე ეს 2 დღეა რაც მოვიცლე. მანამდე არ მეცალა...სამსახური შევიცვალე და მიტო...გაკოცეეეეე...სმაილები არ მაქვს და ვერ ვსმაილობ....
ნათლად დაგანახე ეს ჩემი სამყარო,
თუ როგორ არ ვგავარ სხვებს...
შენ კი ვერ გამიგე და ზურგი მაქციე,
მე ისევ მარტო ვარ დღეს.
მაგრამ უშენობის ტკივილი გულს მიკლავს,
მალულად მოვიწმენდ ცრემლს, :'-(
rogor xar nana mogikitxeeeee *KISSING* *ROSE* *ROSE*
გენაცვალე ინგა..არა მიშავს შენ როგორ ხარ????