25.01.2010
*******
42, Тбилиси, Грузия

უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი ქრება
კოცნის სურვილი იკარგება უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.

უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაჰკოცნი
მამის ხსოვნაც კი იბინდება უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ ბაღში ვარდი ჭკნება უაზროდ
წყაროც კი შრება მარტოსული უსიყვარულოდ.

უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია
წინაპრის საფლავს ხავსი დაშლის უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბრუნდებიან უსიყვარულოდ.

უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ

7 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут