მეჩვენები...
46, Тбилиси, Грузия

ფერწასულ ხატად მეჩვენები,
გაბზარულ კერპად,
რომ დარჩა კენტად
მლოცველის და მრევლის გარეშე...
ვინ გაგიბედა?
ვინ გაგიმეტა?
ვინ მოვა ნეტავ
ჩემ მაგიერ მლოცველად შენდა?
გაბზარულ კერპად მეჩვენები,
უთვალავ კოცნით გაცრეცილ ხატად,
მაგ კოცნის კვალი დღემდე არ ჩანდა,
ან ვერ გამჩნევდი,
მე შენი მწამდა.
რას შეგამჩნევდი
სიწმინდის გარდა?
ჩემს გულს მოვიტან
სამსხვერპლოზე წარბშეუხრელად,
და ზედ იარონ, დაე, გათელონ,
ოღონდ მითხარი,
გაბზარულო, შენ, ჩემო კერპო,
როგორ გიშველო, ვით გაგამთელო?

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут