მე უშენობა მჭირს...
37, Тбилиси, Грузия

არ ვიცი რატომ მთელი ცხოვრება,
სავალს ვირჩევდი რთულს,
გარშემო ქვები მრავლად ეყარა,
მე გულს ვეძებდი, გულს...
სიბოროტესთან ვერ დავძმობილდი,
მე სიყვარული მსურს,
ყალბი გრძნობები ფეხქვეშ გორავდნენ,
მე სულს ვეძებდი, სულს...
ფიქრით გონებაც ხშირად დავღალე,
რა დავუშავე ღმერთს,
რით ვერ გიპოვე, მთელი ცხოვრება,
შენ ერთს გეძებდი,ერთს.
ნოტიო წლებმა სევდით ამავსეს,
გულს რა ვუშველო, გულს,
ნამდვილ სიყვარულს ვერ მივაგენი,
ყალბი გრძნობა კი მძულს.
მთვარე ვარსკვლავებს ეთამაშება,
გრძნობისგან დაცლა სურს,
ყველგან ვეძებდი ჩემს წილ სიყვარულს
და ვპოულობდი შურს.
ამდენ ძებნაში ჩამომიზამთრდა,
ციდან დავეშვი ძირს,
სხვები მჩუქნიან შენს წილ სიყვარულს,
მე უშენობა მჭირს...

გიული ჩქარეული

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут