“. “ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრება ქართველმა ხალხმა ისე გაატარა, რომ სისტემატურად, განუწყვეტლივ თითქმის 2 საუკუნეც არ ცხოვრობდა წესიერ სახელმწიფოებრივ პირობებში და ამიტომ ცხადია, რატომ არ არის ქართველის სულში არავითარი მოთხოვნილება სისტემისა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იშვიათად შეგხვდებათ კულტურულ ხალხში ისეთი ადამიანი, რომელიც ეგრე აუტანელი იყოს საზოგადოებაში, როგორც ქართველი. ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადობერივი სული ქართული კულტურისა ყველგან, ყოველი საქმის წამოწყებაში ჩანს ნათლად: საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ქართველი უპირისპირებს ჯგუფურ ან პერსონალურ ინტერესებს – ძმაბიჭობის კულტს...” “ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი ხელოვანი ცრუ, კუდაბზიკა და ტრაბახაა; ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა; ქართველი დილიდან საღამომდე სულ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაამციროს მეორე ქართველი: წახდება თუ არა ამით საერთო საქმე, ეს ქართველს არ აწუხებს. ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა. ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიბღინძება... თეატრი, ბანკი, რკინიგზა, სასწავლებელი, რედაქცია – ყოველი საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულება ჭორებითაა სავსე და ინტრიგებში იხრჩობა. შედეგი ამ ჭორებისა და ინტრიგებისა ის არის, რომ თავმოყვარე, პატიოსანი და ნიჭიერი მუშაკი დაწესებულებიდან გადის, რადგან ვერ ითმენს უზნეობასა და უსინდისობას; დაწესებულებაში რჩება უნიჭო, უსინდისო, ფლიდი, მოღალატე, რომელსაც მხოლოდ თავისი პირადობა აინტერესებს და რომლის იდეალია ყველაფერი დაშალოს, ოღონდ კი თავის თავს ასიამოვნოს...” კონსტანტინე კაპანელი 1925 წ. პასუხი
წყარო: http://www.tabula.ge/article-28290.html
ტაბულა © 2012
Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!