ხე და მე
40, Tbilisi, Gruusia

მამაჩემმა სახლთან ბაღში დარგო ნერგი ვაშლის ხე
დილით ადრე ბაღთან სახლში დავიბადე თურმე მე
ორნივ ერთად ვიზრდებოდით ბაღში ხე და სახლში მე
ერთმანეთთან ვმეგობრობდით ერთად ვიყავთ ხე და მე.
ხე მცხუნავ მზეს მიჩრდილავდა,წყალს ვუსხამდი მიწას მე.
გაზაფხუმა ნექტრით დაგვმყნო,მწვანით ხე და ვნებით მე
აყვავილდა დამშვენდა ხე დავვაჟკაცდი ყკვე მე
ხემ ნაყოფი ინაყოფა დავცოლშვილდი უკვე მე,
ვაშლი შვილებს ახარებდა,შვილები კი მე.
ხე ავდარს და ქარს ებრძოდა,ამ ცხოვრებას კი მე
ბაღში გაველ მომენატრა მეგობარის ნახვა მე
თურმე უკვე წაქცეულა საყვარელი ჩემი ხე.
გული დამწყდა ვიგრძენ მალე მეც მომელის იგივ დღე,
ეს რა შრიალი მომესმა ვინ მეძახის ამ დროს მე
გავიხედე დაკოჟრილ ხეს უყლორტია ნორჩი ხე
სახლიდანაც მეძახიან დღეს ბაბუა გახდი შენ.
ო, განგებავ დაილოცოს შენი ძალა შენი ზნე
სიცოცხლე რომ უკვდავყავი თუმც შეგვცვალე ხე და მე
ახლა ვიცი,ახლა მჯერა სიცოცხლეა მძლეთა მძლე
არასოდეს წაიშლება ბაღში ხე და სახლში მე..

9 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.