დედის ხსოვნას
33, Tbilisi, Gruusia

მე მინდა იყოს ჩემი დედიკოს ხსოვნის,
სულ მეშინია სხვა დედის თხოვნის,
ვერ ვხედავ მისსა თვალებს ბროლისას,
არასდროს მიგრძვნია მხნეობა ბრძოლისას.

მე მინდა იყოს ჩემი დედიკოს სახელი,
აღარ დავანთო საფლავზე ისევ სანთელი,
მინდა შევეხო ვუთხრა რომ მიყვარს,
ღმერთმა წამართვა და ზეცად იქ ყავს.

მე მინდა ჩამეხუტოს, ჩამიკრას თბილად,
მკლავებში მაძინებდეს უხმოდ და რბილად,
მიმღერდეს ძილის წინ მუდან ტკბილ ნანას,
არ მინდა ვიხსენებდე სიზმრებში ნანახს.

მე მინდა მავსებდეს ლოყებზე კოცნით,
ღმერთმა წამართვა მეც მკლავს ოცნებით,
დედი! უშენოდ ცხოვრებამ გამგლიჯა ფერები,
სიზმრად თუ ცხადად სულ შენ გეფერები.
რატომ მოგისწრაფა ღმერთმა შენ სიცოცხლე,
მე ხომ მთელი წლები უშენოდ ვიცოცხლე,
მენატრები, მიყვარხარ, მჭირდები დედი,
ეხ დედიკო, ალბათ ასეთი იყო ეს ჩემი ბედი.

0 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.