21.12.2010
******
42, Tbilisi, Gruusia

მოდი რა . . .
გაჩუქებ რაც რამ მაბადია,

სიცოცხლეს, სიყვარულს,
ცხოვრებას არეულს . . .
მითხარი სხვა ჩემგან თუ რამე გწადია,
ეგება სხვა ყველაც წამართვა მთვარეულს.

ეგება . . .
ოცნება გიბოძო ყოველი,
ჩემს ღიმილს ჩუმსა და მწარეს დაეუფლო,
იქნება ეს ყოფა ჯერ კიდევ ცხოველი,
შენ შემიწყვიტო და ცრემლით დამემუქრო.

წაიღე სულ ყველა,
სულ ყველა შენია,
მე აღარ მჭირდება უშენოდ არცერთი.
არც გული მარგია ეულად რომ ძგერდეს,
არც ყოფნა ამქვეყნად მახარებს ასეთი.

ერთსა გთხოვ სანაცვლოდ . . .
ჩვენი წარსულიდან,
ერთი მოგონების დათმობას აიტან . . .

ჩვენი სიყვარულის ცხოვრების ზღაპარი,
უკან დამიბრუნე ზაფხულის ღამიდან . . .

10 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.