ლიკუნას
34, Tbilisi, Georgia

მე თუ სიყვარულის ძალა შემრჩენია,

მე თუ მონატრებას ლანდად ავეკიდე,
მე თუ შენი სახე გულში ჩამრჩენია,
ჩემი ბრალია და მეც აგეკიდე...
მე თუ ოცნებების, ულევ, კოშკებს ვაგებ,
მე თუ საძირკველი სუსტი გამომსვლია,
მე თუ შენს სიყვარულს ჩემში ვიორმაგებ,
ჩემი ბრალია და ცრემლიც დამდენია...
მე თუ იმ ბედნიერ წუთებს ვერ ვივიწყებ,
მე თუ განშორება , ასე, არ მჩვევია,
მე თუ დავიწყებას შენზე ფიქრით ვიწყებ,
ჩემი ბრალია და გზაც არ დამრჩენია...
მე თუ სასწაულებს კვლავ ბავშვივით ველი...
შენ თუ წარსულისგან დახსნა არ გიცდია...
ჩვენ თუ გავათენეთ თეთრად, ღამე ბნელი,
ჩვენი ბრალია, რომ კარგად არ გვიცდია...
და თუ შენი თმების სურნელს ვერ ვივიწყებ...
და თუ შენი სახის ნაკვთებს ვეღარ ვიცნობ...
და თუ შენთან ყოფნას უკვე ღმერთიც მიშლის,
მიწას მიმაბარეთ, ცრემლი, ცრემლად იყოს!

1 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes