დაუკიდეთ ეს სურათი ჩინოვნიკებს.
29, Tbilisi, Georgia

დაუკიდეთ ეს სურათი ჩინოვნიკებს,
რომ სურვილი არ გაუჩნდეთ პრემიების,
ყოველ დილით სადიდებელს აღავლენდნენ,
სამადლობელს!: უფლისათვის, ერისათვის.

დაანახეთ ეს პატარა ახალგაზრდებს,
რომ დღეიდან აღარ დაგმონ თავის ბედი.
ვინც რომ ტირის ფუ ქართველად დავიბადე,
და არ ყოფნის კიდევ ერთი იაპედი.

გაახსენეთ ეს სურათი ფარისეველთ,
ვინ რომ ოთხ თვალს, შეარჩევენ ფუფუნებით,
გაახსენეთ დალურსმლური ქრისტეს ტერფი,
ტკივილები მაცხოვრისა გაახსენეთ.

დაანახეთ ეს პატარა მდიდარ კაცებს,
ვისაც ძილში მოსვენებაც კი არა აქვთ,
დაინახეთ ხმელ მიწაზე მინდობილსა,
უდარდელად , ბედნიერად როგორ ძინავს.

გაძარცვულსა, წუთისოფლის სიმძიმისგან,
"ჰუმანური" ოლიგარქნი მფარველობენ,
არ ჭირდება ამ უბრალოს თქვენი "რჩენა"
დღე და ღამით ანგელოსნი დარაჯობენ.

როგორ სძინავს...
როგორ სძინავს....
როგორ სძინავს....
ირგვლივ ყველამ სუსტი ბავშვი დაინახეთ?
მომიტევეთ, თავხედობა.
უკურთხევლად...
მე ამ ბავშვში
ჩვენი ქრისტე დავინახე.

13 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes