ჩემი ცხოვრება სავსეა შენით
34, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით...
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
მარადიული მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი ფიქრები სავსეა შენით.
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულობ შენით..

10 näyttökertaa
 
Kommentit
many 02.04.2014

,,სავსეა შენით" მაგარია ძაან

gio877 gio877 06.04.2014

arachveilebrivia

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti