გადამიყვარდი! არ გჯერა?
თითქოს არაფრად მიღირხარ,
გულის ცემაც არ გაჩერდა,
როცა ვხედავ რომ მიდიხარ!
გადამიყვარდი! გეწყინა?
დარდმა გაფანტა გრძნობები...
ბედნიერება მეც მინდა
და შენით აღარ მოვცდები!
გადამიყვარდი! მატყობ ხო?
ცრემლებიც უკვე შევიშრე,
თუ ცდილობ მარტო დამტოვო,
არც უშენობას შევიმჩნევ....
ახლა გიყვარვარ? მერე რაა?!
მეც განვიცდიდი იგივეს,
ამჩნევ?! სიტყვები გერევა,
როდესაც სხვისკენ მივიწევ...
გადამიყვარდი! დარწმუნდი,
აღარც ეცადო მომხიბლო,
თუ არ ხარ ჩემი ერთგული
ცხოვრებას მარტოც მოვიწყობ!!
Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!