კიდევ ერთი ცრემლიანი და ნაღვლიანი დღე გათნდა.უკვე 2 წელია ჯერ აარ გათენებულა დღე რომ თვაალის გახელისთანავე ბედნიერება მეგრძნო,ბევრჯერ მიფიქრია მივატოვო ყველაფერი და დავბრუნდე სახლში,ჩავეხუტო შვილს და დავტკბე მასთან ყოფნით .. ძალა აღარ შემრჩა ბრძოლის. აუტანლად რთულია როცა თავს მარტო გრძნობ,როდესაც გამოსავალს ვერსაიდან ვეღარ ხედავ,როდესაც ხვდები რომ ეს უკვე დასასრულია,მაგრამ შეუპოვრად ბოლო იმედს ებღაუჭები მთელი არსებით. მთელი ჩემი ცხოვრება უიღბლობით და წარუმატებლობით არის სავსე,უკვე 2 წელია ვიძინებ თვალცრემლიანი და ვიღვიძებ თვალცრემლიანი,დღეს ვიწყებ იმის იმედით,რომ რაღაც კარდი მოხდება ჩემს ცხოვრებაში,რაც დამიბრუნებს ხალისს და ბედნიერების იმედს. რთულია როცა გრძნობ რომ დაიცალე მთლიანად,აღარაფერს აღარ გრძობ,აღარც სიხარულს,აღარც სიყვარულს,უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით სუნთქავ. რატომ ვარ ასე…