რაკი გადარჩი და განგებამ გაშორა ტყვია,
რაკი სიკვდილმა მის სიაში არ შეგიყვანა...
ჩემთვის და ჩემი სამშობლოსთვის შენ გმირი გქვია,
რადგან, მაგ მკერდით დაიფარე ჩემი ქვეყანა.
მე შენს სიცოცხლეს, ახლა მინდა მივუალერსო,
რომ კვლავ მაგემა გაზაფხულზე სურნელი ნუშის,
მინდა შევეხო შენს გულმკერდზე ნატყვიარებსო,
ძმა ხარ თუ შვილი, სიყვარულით ჩაგიკრა გულში.
მე ახლა მინდა შენს მიწაზე ამაყად იდგე,
(თორემ გარდაცვლილთ, ოჰ, იცოცხლე ვაფასებთ გვიან)
სწორედ ახლა მსურს მოკრძალებით თავს რომ გიხრიდე,
ხმამაღლა გითხრა, რომ ნამდვილი ქართველი გქვია.
დღეს, სწორედ ახლა, ხმამაღლა მსურს ლექსით შეგამკო,
გხედავ თავდახრილს და საოცრად მიტირის გული...
მე მინდა შენში ქართველობის მადლი შევაქო,
შეუხორცებელ ჭრილობაზე მოგბანო წყლული.
ომის ქარცეცხლში, ვინც სინდისი ატარა წმინდად,
ვინც სამსხვერპლოზე მიიტანა სიცოცხლე თვისი,
ჩვენს ცოცხალ გმირებს მოვეფეროთ, აი ეს მინდა,
ახლა და დღესვე დაფასების გავხადოთ ღირსი.
/ნანა მეფარიშვილი/
მე შენს სიცოცხლეს, ახლა მინდა მოუალერსო. ვეზიარები ამ აზრს სრული დატვირთვით.რადგამ მეც მყავს ნაომარი 2 ძმა
უფალს ებარებოდე, შვილო!!!
,,ომის ქარცეცხლში,ვინც სინდისი ატარა წმინდად,ვინც სამსხვერპლოზე მიიტანა სიცოცხლე თვისი....'' ეხლა ესეთ დღეში უნდა გვყავდეს? ვაი ჩვენ და ვაი საქართველოს ,თუკი დღეს ისევ ესეთ საშინელ დღეში გვყანან ის გმირები....
სამწუხაროდ, არიან!!!!