უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...................
42, Tbilisi, Gruzja

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი,
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...


აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა!


წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე...
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?


აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად...
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად.


გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...

Liczba odwiedzin: 8
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut