ასწავლე(თ) დღეებს _ ბედნიერი წუთების ჩაცმა
37, Tbilisi, Gürcistan

ასწავლე(თ) დღეებს _ ბედნიერი წუთების ჩაცმა, ღმერთივით გყავდეს, ვინც შენს სულში საამოდ ღვივის, და არასოდეს არ წამოგცდეს ოდესმე _ გათქვა, რადგან ც ხ ო ვ რ ე ბ ა ვერ პატიობს სახეზე ღიმილს... დაყარეთ შიში... გაიმართეთ წელში და... გწამდეთ, რომ ქუჩაც ხატავს დაწყვილებულ, პატარა სახლებს, ხვალ შესაძლო'ა _ მოფარფატე ანგელოზს ცამდე_ აცილებდე და, კარს უღებდე _ სხვა ფერის აზრებს... რა ცოტა გყოფნის _ მიმოასკდე ფიქრების ნაპირს, რომ შენი წილი სითბო გჭირდეს, ღმერთიც და ჯვარცმაც, ვინც გიღალატებს, ის ისედაც დაიმტვრევს თავ-პირს, ასწავლე(თ) დღეებს _ ბედნიერი წუთების ჩაცმა...!!!

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor