მივდივარ,
34, Tbilisi, Gruzija

ვერაფერს გიტოვებთ და ისე
ხომ გაგახსენდებით ჭაბუკი-ბოჰემა,
ძმაკაცთან მიყვარდა ქეიფი,დალევა,
და მთაში ძმობილთან ცხენების ჭენება.
სატრფოსთან ვამბობდი ვერ დაგაღალატებ,
და თურმე ვცდებოდი,წასვლით ვუღალატე,
ვიცი რომ გამიგებთ და შეგეცოდებით,
და გახსენებაზე თვალსაც აიცრემლებთ.
მივდივარ,არც ვიცი იქ რა მელოდება,
მივდივარ,მიწასთან მინდა ჩახუტება,
იტყვიან ქალაქში,ახალგაზრდა იყო,
უბედურ დედ-მამას რა დღე გაუთენა.
ზოგი გამომლანძღავს,ლაჩარი ყოფილა,
(რამ გადარიაო),იტყვიან ათასნი,
მე გამეცინება და ვიტყვი რა იცით,
რა იცით, მე ამას რამდენჯერ ვინანებ.
ცხოვრებას ვაგინე და ისე დავტოვე,
ნურავინ მიტირებთ(მერევა გონება)
ვერაფერს გიტოვებთ და ისე მივდივარ,
ხომ გაგახსენდებით ჭაბუკი-ბოჰემა.

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta