lamazi qali........
35, Tbilisi, Gruzija

ლამაზი ქალი...ლამაზად ტირის.ულამაზესად ღელავს,
და...შეკვდომიან ტუჩები ღიმილს,ფიქრი ფიქრს ისევ თელავს...
ლამაზი ქალის ლამაზი ცრემლი...ულამაზესად ბრწყინავს,
და...წამწამების უნაზეს რხევით...ღაწვებს ეღვრება წვიმად.


ამ ცხელმა ცრემლმა გზა გაიკვლია...ჩაჰყვა ყელს...იქცა ურჩად,
და ქალის მკერდზე გადაიღვარა...ეძებს და ეძებს ურცხვად,
ლამაზი ქალის ლამაზი მკერდი...ულამაზესად ღელავს
და ციცქნა ხალიც..გაუწყრეს ღმერთი...ხალისობს ვარდისფერად...


ცრემლი შეჩერდა...დაიდო ბინა,ტუმც ვეღარ იკლავს წყურვილს,
თურმე...დარაბა ყოფილა ღია...ლამაზი ქალის გულის...


...და მიდის ქალი...მაინც ამაყად,თეთრი ფიქრით და წყენით,
თვით სილამაზედ გადაქცეულა...გულში ჩაღვრილი ცრემლიც...
ლამაზი ქალი ჩაუყვა ბილიკს...ლამაზად მიაქვს წყენაც..
ეს ნაკვალევი სულში გაგივლის...ვით სერაფიტის მზერა

9 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta