21.07.2014
damtavrda!
41, Tbilisi, Грузија

გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.

16 views
 
Коментари
xameleon 21.07.2014

ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ......

Blog
Blogs are being updated every 5 minutes