მე კოცნა არ ვიცი..
_ გასწავლი, პატარა..
ტუჩები გახსენი, იგრძენი სისველე,
მერე გადმოწურე
მზით სავსე მათარა,
ღვინისფრად დაფერე, იერი იცვალე..
მომე-ბაგე-კარი
მჭიდროდ და ფაქიზად,
თვალები მილულე ჩამავალ მზესავით,
მე გადავიქცევი
ვნებების მარკიზად,
გულს გადმოგიწილებ, დავწურავ რძესავით
და ისე მოგართმევ,
რომ ბაგე გისველო,
ეგ შენი ღაწვები გრძნობების ქარია..
მე ყინვა წამლეკავს,
შენ უნდა მიშველო,
ხარბად ამამღერო სიგიჟის არია..
_ მე კოცნა არ ვიცი..
_ გასწავლი, პატარა..
ტუჩები გახსენი, ვნებები დაცალე..
შენ ჩემმა სურვილმა
გრიგალს შეგადარა
ყველაფერს გასწავლი.. სულ ცოტა მაცალე..
ასეა მუდამ... და ნოემბერს წვიმებს ასევენ,
უმისამართოდ გამოვედი
http://www.youtube.com/watch?v=RCQRNgiAAXw
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წლის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ სტუდენტს, რომელმაც ვერ ჩააბარა ბოლო გამოცდა.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი თვის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ დედას, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი კვირის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ყოველკვირეული ჟურნალის რედაქტორს.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი დღის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ექვსი შვილის დედას, რომელსაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი საათის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ შეყვარებულებს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ერთმანეთთან შეხვედრას.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წუთის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ადამიანს, რომელმაც მატარებელზე დააგვიანა.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი წამის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ ადამიანს, რომელიც ავარიაში მოყვა.
იმისათვის, რომ გაიგოთ ერთი მილიწამის ფასი… ჰკითხეთ ამის შესახებ…
..ამქვეყნად განა რამე შეედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ,გამოუცნობ სიყვარულს..ეს სიყვარული,ისეთი უიმედო და უანარო,ისეთი მორჩილი,გაფაციცებული და მგზნებარეა,როგორიც არ შეუძლება იყოს მოზრდილი ქალის საწადელს აყოლილი,მაგრამ ამასთანავე თუნდაც არაცნობიერად,მაგრამ მაინც მისი გრძნობის გაზიარების მომთხოვნი სიყვარული.სხვები ფლანგავენ მას,როცა ცდილობენ თავიაანთი განცდები სხავას გაუზიარონ,ყბედობით იჩლუნგებენ გრძნობას,მათ ხომ ბევრი სმენიათ და წაუკითხავთ სიყვარულზე.კარგად იციან,რომ სიყვარული ყველას ხვედრია.ისინი თამაშობენ ამ სიყვარულით,საკვეხნად გაუხდიათ,როგორც ბიჭებს პირველი სიგარეტი..
ყველაფერი ოქტომბერში დაიწყო,
ჩემი გული ორ ნაწილად გაიყო,
შემიყვარდა, მაგრამ გრძნობებს ვებრძოდი,
აქ რომ მყავდე სულ ყველაფერს გეტყოდი...
სიყვარული დროებით აღმოჩნდა,
დამივიწყე სხვა გოგო რომ გამოჩნდა,
არ შევიმჩნევ უშენობას გპირდები
ნიჭიერი მატყუარა ვიქნები.
მეც როდესღაც დაგივიწყებ გავა დრო...
იმ ზამთარში სხვასთან ერთად დამათოვს..
სხვას არავის არ ვაკოცებ იცოდე,
როგორიც ვარ მინდა ისეთს მიცნობდე.
იმედი მაქვს შენც როდესმე მიხვდები,
ჩემზე მეტად რომ არავის სჭირდები,
ზუსტად ვიცი მოვა დრო და მინატრებ,
მაგრამ მერე უკვე მე არ გიკადრებ
ქუჩა იწერება პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმაბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.
სუნთქვაც ლექსივით მაქვს არეული.
წუხელ სულ ფეხებზე რომ მეკიდა,
შენი ტუჩებიდან დალეული
თავად პოეზია - მომეკიდა.
შენი მოლისფერი კაბის ბოლო,
(სიგრძე - რათქმაუნდა თითისტოლი)
მინდა ფურცელივით გავისროლო,
ვნებით დაწერილი ეპისტოლე -
სადაც
ხარ სამოსელ განძარცული,
თვალებს სულ ცოტაც და ამოვიწვავ,
ჩვენში - მე უფრო ვარ გარდაცვლილი,
მიწა მეწყერივით ჩამომიტანს,
შენი სამყოფელის ახლო-მახლო,
და თუ არ დამხვდები - გამახარებ!
იქნებ უჩემო დრო გამონახო,
თორემ სურვილები დამმარხავენ!
ქუჩა იწერება პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმაბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.