ჩემი ცხოვრების ირონია გულს ვერ მომიკლავს,
სასოწარკვეთას ვერასოდროს გავითავისებ.
მე სიყვარულის ძიებაში მწვერვალს მივწვდები,
მერე კი შეშლილ, ზღვის ტალღებსაც გავინაპირებ,
ვერავინ შეძლებს, რომ მომარგოს სადავეები,
რადგან სიცოცხლეს, მონობაში სულ არ ვაპირებ,
გაუხედნავი ულაყივით, სული ხელდება
და ვერც ვერავინ, ვერასოდეს ვერ შემაშინებს.
ტკივილითა და სიყვარულით, ვგრძნობ ცოცხალი ვარ,
არსებობისთვის ვერ ვიმეტებ სულის ნაპირებს,
ვენებგადახსნილს, სიყვარული, ისევ მწყურია
და არ მაღელვებს, ბევრი, ამას თუ ვერ გამიგებს,
შემოვიძარცვავ ჩამოძენძილ უდღეურ სამოსს,
მერე კი, ჩემს გულს შეშლილი ზღვა მოინადირებს,
თვალებს ვხუჭავ და ამ სიგიჟეს სულით ვეხები,
მე, სიყვარულის ნეტარებით, შეშლას ვაპირებ ...
ბრძენი ქალაქის კარიბჭესთან. ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს: – მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში? – ჯერ ის მითხარი შვილო, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, საიდანაც შენ მოხვედი? – კითხვა შეუბრუნა მოხუცმა. – საშინლად ეგოისტი და ბოროტი ადამიანებით იყო სავსე იქაურობა და იმიტომ წამოვედი იქიდან. – სამწუხაროდ აქაც ისეთივე ადამიანებს გადაეყრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქს მიუახლოვდა სხვა მოგზაური, რომელმაც იგივე შეკითხვა დაუსვა მოხუცს: – მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში? – და როგორები ცხოვრობდნენ იქ, საიდანაც მოხვედი?…
– აააა!
თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:
– აააა!
– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.
– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.
ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:
– მშიშარა!
– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.
ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:
– რა არის ეს?!
მამამ გაიღიმა და უპასუხა:
– შვილო, მოუსმინე ... შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა:
– შენ მშვენიერი ხარ!
– შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ;
– მე შენ მიყვარხარ!
– მე…
ახალგაზრდა წყვილი ახალ ბინაში
გადავიდა საცხოვრებლად.დილით ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა,
რომელიც თეთრეულს ფენდა გასაშრობად.
- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეულია, - უთხრა ქმარს, მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია ცოლის სიტყვებისთვის.
- ალბათ, ცუდ საპონს იყენებს, - გააგრძელა ქალმა, - ან კიდევ საერთოდ არ იცის რეცხვა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ესწავლებინა.
ასე
ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა და ახალგაზრდა ქალი
გაოცებას ვერ მალავდა მისი უსუფთაობის გამო.ერთ მშვენიერ დღეს მან კვლავ
გაიხედა ფანჯარაში და წამოიყვირა:
- შეხედე, საყვარელო, თეთრეული დღეს სუფთაა - როგორც ჩანს, რეცხვა ისწავლა!
- არა, ჩემო კარგო, - უთხრა ქმარმა, - საქმე ის არის, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი…
ა ღ ს ა რ ე ბ ა
ყოველდღე ლოცვებს ვკითხულობ:ათ მცნებას, ცხრა ნეტარებას,
მაგრამ ყოველდღე ვახერხებ უამრავ ცოდვის ჩადენას.
ბევრჯერ გონების გაფანტვით,ლოცვაში ცოდვა მიქნია,
ბევრჯერ მოყვასის ჩემისა აუგი სიტყვა მითქვია.
ბევრი გლახაკის თვალებში ვედრება წამიკითხია,
მაგრამ ხშირადაც უგულოდ გულშიაც განმიკითხია.
ბევრი მლოცველი გულითა,ფარისეველი მგონია,
ვგონებდი ბევრის მცოდნე ვარ,თურმე არა რა მცოდნია.
ზოგჯერ ტყუილიც მითქვია გამოსავალი მგონია,
მაგრამ კეთილი ტყუილიც ბოროტის მონაგონია.
კეთილი საქმის ჩამდენსა, თავი რომ კარგი მგონია,
წირვაზე წაუსვლელობის მიზეზიც მომიგონია.
სიზარმაცემაც კი მძლია,ბევრჯერო განა ერთხელო,
ოხ,კაცის გულო ორგულო,დაუდევარო- მერყევო.
სიკეთე დაფარული სჯობს,სააშკარაოს ნადებსა,
ბევრი არა რა მიქნია ბევრის ბოროტის ჩამდენსა.
მფარველი ანგელოზისთვის ბევრჯერ შენდობა მითქვია,
მაგრამ მოძღვრისთვის იგივე,ერთხელ, მეტჯერ არ მიქნია.
ყოველთვის უფალს ვაწუხებ,თხოვნით ოცნების ახდენის,
გონებით იმას ვერ ვგონებ, რომ ღირსი არ ვარ ამდენის.
ყველას თავისი ჯვარი…