golda's blog

golda
60, Tbilisi, Georgia

ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ორმოდან ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:

"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ორმოდან".

"სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა

"რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ

"მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას" – მიუგო ადამიანმა

მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ... ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა.

ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა.

ცოტა ხანში კი მეორე…


უბრალოდ გათენდა ...

უბრალოდ მაცივარი გავაღე ...
უბრალოდ დავრწმუნდი! ...
უბრალოდ ტელევიზორს ვუყურე ...
უბრალოდ შევშფოთდი ...
უბრალოდ ავღშფოთდი ...
უბრალოდ დავითრგუნე ...
უბრალოდ ჩავიცვი ...
უბრალოდ გარეთ გავედი ...
უბრალოდ ვიფიქრე ...
სად წავიდე, ისე უბრალოდ ...
უბრალოდ გადავწყვიტე ...
უბრალოდ წავედი ...
უბრალოდ დავინახე ...
უბრალო ღატაკი ... ფულით ღატაკი ...
უბრალოდ პურით ღატაკი ...
უბრალოდ სამოსით ღატაკი ...
უბრალოდ მდიდარი ... სულით მდიდარი ...
უბრალოდ მორცხვად შევჩერდი და ...
უბრალოდ გამიღიმა ...
უბრალოდ ხელი დამიქნია ...
უბრალოდ მივუახლოვდი ...
უბრალოდ ჩამოჯექიო, მანიშნა ...
უბრალოდ დავუჯერე ... დავჯექი ...


ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა ღამის გასათევად.
ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და მათ არ მოისურვეს ანგელოზების სასტუმრო ოთახში დატოვება. ისინი ცივ სარდაფში ჩაიყვანეს დასაძინებლად. როცა საწოლს უმზადებდნენ, უფროსმა ანგელოზმა კედელში ღრიჭო შენიშნა და შეაკეთა. უმცროსმა ანგელოზმა შენიშნა და ჰკითხა თუ რატომ მოიქცა უფროსი ანგელოზი ასე. უფროსმა უპასუხა:

- საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან.

მეორე ღამეს ანგელოზები დარჩნენ ძალიან ღარიბი, მაგრამ სტუმართმოყვარე კაცის ოჯახში. ცოლ-ქმარმა გაუნაწილეს ანგელოზებს ის მცირედი საკვები, რაც გააჩნდათ და უთხრეს, რომ მათ საწოლში დაეძინათ. დილით გამოღვიძებისთანავე ანგელოზებს მასპინძელი და მისი ცოლი მგლოვიარეები დაუხვდათ, რადგან მათი ძროხა, რომელიც ერთადერთი მარჩენალი იყო, მომკვდარიყო.…


"დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ მისი ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად, სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი მოსასალმებლად მომიახლოვდა. ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით შევხედე და გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი მეგობარი მეუბნება: „აა მართლა, დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?“. ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო. იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ “მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე, უკეთესი იქნება“. დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, არც კი შევწუხებულვარ. იმიტომ, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედაჩემის გრძნობები მე არ მანაღვლებდა. სახლში დანახვაც კი არ მინდოდა. სკოლა კარგ ნიშნებზე…




ყოველმხრივ შემკული და ლამის უნაკლო, დარდისგან აღარ იყო სინდისი. კაცი დაეკარგა. ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავთო. როგორ არაო. ხეებმა. ავლილიც გვინახავს, ჩავლილიცო.
ალბათ, იმასაც ჩემსავით გული სტკივაო.
აბა, როგორ არაო. შენს ნატერფალს თუ სადმე შენიშნავს, დაოთხილი შორდებაო.
ნეტავი შენ, რას მოსთქვამო.
აბა, უკაცო სინდისი სად გაგონილაო.
გუშინაც ვნახე, საწყალიო, _ მუხა ჩლიფინებდა. _ სოფლის თავში იჯდა და ამვლელ-ჩამომვლელს ემუდარებოდა, მაპოვნინეთო.
ნეტავი იმასაო. შრიალებდნენ ხეები. ისინი უკაცოდაც ხარობდნენ.




ყვავს მშობლები დაჰბერებოდა. უვლიდა და დაჰკანკალებდა. არც არაფერსა ჩიოდა.
მეზობელი ყორნები და სვავები, არწივები თუ სხვა ჯურის ფრინველნი შენატროდნენ ამის ბებრებს. თვითონაც კარგად მოფანფალებულნი.
კი, შვილები ამათაც ჰყავდათ, ქება-დიდებით გაცვეთილნი. ყოველი მცნების გულმოდგინედ აღმსრულებელნი.
აბა, როგორ?! დასხდებოდნენ. იმ ბეჯითი ყვავის გასაგონად ქილიკობდნენ. ცხვარი დღეს თუ ხვალ ნეტავ ვის გამოებმება ფეხზეო. აბა, ვისი ჯერიაო. ნეტავიო. ჩემი, შენი თუ...
მე ჩემს ბებრებს რიგში არ ვაყენებო, _ თავისას შემოაწევდა ყვავი.
არც მცნებათა სათვალავს დაგიდევდათ დიდად.


10.03.2015

ნუშები ფიფქებად დაგათოვს

font_up.png


დავიწყებული ერთისაგან, სხვისგან ნატრული,
არა იმისგან ვისგანაც სურდა,
შუახნის კაცი, თან ამაყი, თან დაჩაგრული,
სიყმაწვილეში ჩუმად დაბრუნდა.
ვერ იპოვა, დაკარგული ოდესღაც გული,
ვერსად მოძებნა, ნახევარ ცალი,
მთლად გადაქექა წლები, წარსული,
ვერ გაუსწორა იმ წარსულს თვალი.
რა იქნებოდა, რომ არა ასე,
ისე რომ არა, რა იქნებოდა,
ხალისითა და სიცოცხლით სავსე,
გული, არასდროს დაიღლებოდა.
ანთებულები, ნელ-ნელა ვქრებით,
წარსულ შეცდომებს, ვინღა დაეძებს,
ათწლეულებმა ჩახერგეს გზები,
ვეღარაფერი ვერ შეგვაერთებს.
მოგზაურობა წარსულში მორჩა,
იქვე დატოვე, მძიმე ხუნდები,
რაც დაიკარგა, წარსულში მოკვდა,
მის ჭირისუფლად, ნუ დაბრუნდები...


06.09.2015

გულში დაფერფლილი ლექსი მიფენია,
შენთვის მიწერია რაცკი.
თურმე უგზო-უკვლოდ ისე მიფრენია,
ყველა გაჩერებას გავცდი.
ერთ უტყვ მოჯირითეს ღმერთიც შემაჩვენებს,
ბრალი არ იქნება შენი.
გული გაუსკდებათ დაღლილ თეთრა ცხენებს,
ჩემიც გაქრებიან დღენი.
ბევრჯერ მიფიქრია გულს,რომ შეგაკლავდი...
სიკვდილს არაფრის აქვს გემო.
გახსნილ არტერიებს,როცა ვეღარ ვკრავდი,
შენზე ვღიღინებდი ჩემო ...
ეხლა მე უშენო ტუჩზე დავისვენებ
ღვინოს და დაშრება ბოცა.
შენ კი ცრემლმომდგარი გულმკერდს დამისველებ,
ჩემი დაგერქმევა როცა ...





ერთხელ ერთი კაცი შვილთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა, მათ თან ვირი მიჰყავდათ. გზად მათ ერთ სოფელს გაიარეს, რომლის დასაწყისში ერთი გლეხი კაცი შეხვდათ, რომელმაც ირონიული ტონით უთხრათ: "რა სულელები ხართ. რისთვის არსებობს ვირი, რომ თქვენს გვერდით იაროს, თუ თქვენ გატაროთო?!"
კაცმა თავისი ბიჭი შესვა ვირზე და გზა განაგრძეს. ცოტა ხნის შემდეგ მათ ადამიანთა ჯგუფს ჩაუარეს. ჯგუფში რამოდენიმე ადამიანმა ერთმანეთს გადაულაპარაკა: "ხედავთ ზარმაცი ყმაწვილი ვირზე შემომჯდარა და ხნიერი მამა კი ფეხით მოდისო."
შეწუხებულმა კაცმა ჩამოსვა ბიჭი ვირიდან და თვითონ შეჯდა, თუმცა არც თუ ისე დიდი მანძილი ჰქონდათ გავლილი, რომ წინ ორი ქალი შეხვდათ, რომელთაც თქვეს:
"რა სირცხვილია, თავად ვირზე ზის…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta