uncle-iko's blog

uncle-iko
38, Kutaisi, Georgia

10.07.2013

ერთხელ, მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ბიჭუნამ, დაახლოებით 6 წლის იქნებოდა, ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა:
“–ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“

უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა: „–თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“

ღიმილით დავუთვალე ფული.

„–ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“–ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა სიჯიუტემ გამაკვირვა... დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა...ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი.

– "ეს თოჯინა, ჩემ დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყიდათ...მე ძალიან მინდოდა დაბადების დღისთვის მეჩუქებინა... ახლა კი, დედას უნდა…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta