DearI's blog

DearI
28, Nandaly, Australia

yyvelas gilocavt shoba-axal wels!


06.07.2013

გამარჯობა!


მე შენში ვეძებ წმინდა ღვთაებას,

სილამაზეს და ძლიერ სიყვარულს,
მე შენში ვეძებ სულიერებას,
გრძნობების კონას,
სიღრმეში ჩაფლულს.
ვეძებ სევდიანს, ვეძებ მხიარულს,
ყველგან დავეძებ შენს ლამაზ თვალებს,
ვეძებ შენს გულში სიტყვებს დაკარგულს,
რომლის გაგებაც მე გამახარებს.
მეტყვი: მიყვარხარ, მეც დავმშვიდდები,
ოგაპყრობ მზერას, ნატანჯს, გადაღლილს,
მოვალ და მაგრად ჩაგეხუტები,
მე შენში ვეძებ პატარა ადგილს.
ვეძებ მთვარეს და ვეძებ ვარსკვლავებს,
ვეძებ ბილიკებს, თოვლით დაფარულს,
ვიპოვნი, მოვალ შემოგხვევ მკლავებს,
მე შენში ვეძებ ნამდვილ სიყვარულს.


კიდევ ერთი ღამე დამათენდა შენზე ფიქრებით. . . უაზრობაა არა არ მიყვარხარ და ვფიქრობ : )) რა მაფიქრებს. . .

რატომ გტკენ გულს?შენ ხომ არაფერი დაგიშავებია ჩემთვის იმის გარდა,რომ გიყვარდი,უფრო სწორად,გიყვარვარ,ახლაც მთელი გულით გიყვარვარ. . "გიყვარვარ". . რატომ? ნუთუ ასე ძნელია დამივიწყო? შენი ყოველი სიტყვა გულში დანასავით მესობა და ძალიან მტკივა.
ძალიან გთხოვ წადი ჩემი ცხოვრებიდან,ხო წადი! ჩემი ფარული სევდაც მეყოფა ამ ქვეყნად.
არა ვტირივარ საყვარელო,ჩემს ცრემლს ვერასდროს ნახავ,უბრალოდ სევდა მომერია,შენს ლამაზ თვალებს ტყუილად ვიხსენებ,ჩემთვის უკვე მღელვარე მოგონება ხარ.
იცი,მე შევიცვალე. ის გოგო არა ვარ,ვინც შეგიყვარდა,.ჩემში რასაც ხედავდი,ის მოკვდა უკვე,მე შევიცვალე..
სიყვარული მოკვდა... და მე სხვა სიყვარულს არ დაველოდები...





მ ა რ ი…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta