დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი
45, Tbilisi, Georgia

 დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში ჩემგან გადანალახი დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში ჩემგან გადანალახი.

გაგიტაცო, ლურჯა მალე მიგვაფრენდეს მალვითა,
მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ, სისხლს გავუშვებ ღვარადა;
ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ, ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე-მალო, ვერ დამალავ, კოცნას მაინც დავაჩენ,
ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.

მერე მომწვდნენ, მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს!

ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით,
სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები.

უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი
ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი

დამაცადე შავ ღამეში დაგილეწო კარები
მოვიხვიო შენი ეშხი, შენითეთრი მკლავები

მერე მომკლან მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს
გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს.

21 views
 
Komente
elina 15.06.2009

ბაგე-მალო, ვერ დამალავ, კოცნას მაინც დავაჩენ,
ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta