15.06.2009
ertguleba
45, Tbilisi, Georgia

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,
მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება;
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება

16 views
 
Komente
elina 15.06.2009

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან...

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta