08.09.2011
ქალი
33, Tbilisi, Georgia

კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჩები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელისგულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.

თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა,
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს,
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს,
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.

ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჩები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.

20 views
 
Komente
manoni14 08.09.2011

*THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta