ეს ყველამ უნდა იცოდეს
66, Georgia

  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
  თქვენი პასუხები სატელევიზიო გადაცემაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ფართო საზოგადოებისათვის. ვფიქრობ სწორად აღნიშნეთ რომ ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი, რომ თავის პოზიციები გამოკვეთოს და ხალხის ინტერესები გაატაროსო, თუმცა დღეს ოპოზიციას ვერ ხედავს მოსახლეობა რადგან ის ოპოზიციური სპექტრი რომელიც თქვენი გუნდიდან წამოვიდა შეიძლება ითქვას ისევ თქვენი დაკვეთით მოქმედებს. რათა მსოფლიოს დაანახვოს თუ როგორი დემოკრატიული ქვეყანა არის თუმცა ისინიც ხელისუფლების ინტერესებს ატარებს ამიტომაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა ოპოზიციურ ძალას და კრიტიკულად აფასებს მათ შემოქმედებას ხოლო ადამიანები რომლებიც საზოგადოების ინტერესს გაატარებენ და იბრძოლებენ ქვეყნის გაერთიანებისათვის და გაძლიერებისათვის თქვენი გუნდის წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი ბევრი დაიჭირეთ გიჟად შერაცხეთ და ბევრ შემოქმედ ადამიანს არ აძლევთ საშუალებას ტელევიზიით ან პრესის საშუალებით გამოხატონ თავიანთი პოზიცია ქვეყნის აღმშენებლობის შესახებ. რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და იმ წიაღიდან გამოყვანას რომელ წიაღშიც ჩვენ ვიმყოფებით. დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა ევროპამ და ამერიკის ქვეყნებმა დიდი ხანია დაიწყეს ამიტომ არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა უფრო უკეთესი ვიდრე ყოფილი სოც. ქვეყნების სადაც დემოკრატიის და სიტყვის თვისუფლების ნასახიც არ არსებობდა სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება მე 18 ე მე 19 ე საუკუნეების მეთოდებით ებრძვის საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს ძალის მიერი ხერხებით ჩაახშოს ხალხის მოსაზრება. ხშირია შემთხვევები ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაჭერის დაშინების, სამსახურებიდან განთავისუფლების ოჯახის დანგრევის მცდელობებიც კი. რაც ყოველ ადამიანში დიდ შიშს იწვევს და საღად აზროვნების უნარს აკარგვინებს ამიტომაც საქართველომ დაკარგა პოტენცია ქვეყნის განვითარების. ქვეყანა ვითარდება მაშინ როცა თითოეულ ადამიანს შეეძლება თავისუფლად გამოხატოს თავისი პოზიციები. ჰენრი ფორდის მაგალითზე თუ ავიღებთ წიგნში(ჩემი ცხოვრება ჩემი მიღწევები) სახელმწიფო მართვას შევძლებთ ღა ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებას და თვითოეული მოსახლის ეკონომიკურად გაძლიერებას რაც ხელისუფლების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს რადგან ფორდი ამ მიდგომით გახდა მილიონერი რადგან თავის ყველა თანამშრომელს აძლევდა საშუალებას ეაზროვნა წარმოების განვითარებაზე. რათა კონკურეცია გაეწია სხვა მეწარმეებისათვის და მისი წარმოება უფრო მომგებიანი ყოფილიყო, აძლევდა მათ ყველაფერს ბინას მანქანას იყო საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურება რათა თითოეულ ადამიანს გაშჩენოდა სურვილი წარმოების განვითრების რათა მათი ცხოვრება უკეთესი ყოფილიყო რადგანაც როგორც ვითარდებოდა წარმოების ეკონომიკა ისე იზრდებოდა მათი ხელფასებიც რადგანაც ყოველი ადამიანი იბრძვის უკეთესი ცხოვრებისათვის და თუ ადამიანებს ხელს შეუწყობთ და არ დავამონებთ მადგან უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ ვიდრე დამონებული ადამიანებისგან რადგან მონა იბრძვის თავისუფლებისათვის და თუ მშვიდობიანი გზით არ გამოუვიდა მიმართავს ტერორს რაც ყველაზე დამღუპველია მართველი ძალისათვის. დღეს როცა მსოფლიო ასეთ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ყველა ბერკეტი და ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისიდან. თუმცა ამ ყველაფერს კარგი დაფიქრება უნდა ზოგჯე რ ჩემი ნაცნობები მეუბნევიან ამ წერილს მაინც არავინ წაიკითხავს და რეაგირების გარეშე დატოვენო მაგრამ მე ვწერ განვითარებული ადამიანებისათვის და არა უვიცებისათვის რომლებსაც ანალიზის გაკეთება არ შეუძლია თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ სამწუხაროდ უვიცი ადამიანები ხელისუფლებაშიც მრავლად მოიძებნება მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც ის კანონმდებლობა რომელიც პარლამენტმა მიიღო და წელთა ნამსახურების მიუხედავად ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს 3-4 ლარი პენსია ანუ შემწეობა დაუნიშნეს და ასეთი პარლამენტი კიდევ განაგძობს ფუნქციონერებას და კანონების შესწორებას როგორ დავიჯერო ვინც ამ კანონზე თანხმობა მისცა ასეთი პარლამენტი არ ფიქრობს საქართველოს მოსახლეობაზე ვფიქრობ ასეთი პარლამენტი დათხოვნილი უნდა იქნას და ისეთ კაბალურ მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული როგორც ძალოვანი სტრუქტურის პენსიონრები ზოგჯერ მეუბნევიან სიმართლეს რომ წერ დაგიჭერენო თუმცა დღესაც დაჭერილი ვარ ხელისუფლების მიერ მათი დავალებით გამანთვისუფლეს სამსახურიდან . არ მეძლევა საშვალება რაიმე საქმიანობა წამოვიწყო რამდენჯერმე მოახდინეს ჩემს წინააღმდეგ მოსახლეობის დაპირისპირება რომ საბაბი მისცემოდათ ჩემი დაპატიმრების გაზეთ ქრონიკაში ჯურნალისტის დახმარებით გიჟად შემრაცხეს რის გამოც სასამართლო პროცესი დღესაც დაუმთვრებელია რადგან თვით მოსამართლეებმაც კარგად იციან რომ ეს მოხდა ხელისუფლების დაკვეთით და გადაწყვეტილების გამოტანა უჭირთ მაგრამ მოვა დრო და სიმართლე თავის გზას იპოვის და ანალიზს ხალხი გააკეთებს .

  შალვა ცერცვაძე გუდიაშვილის მოედანი 7/2
  T- 897 14 11 50
   shalva77.blogspot.com

  

16 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta