დედის როლი თანამედროვეობაში
33, Tbilisi, Georgia

საქართველოში ოდითგანვე ქალს დიდი როლი ეკისრებოდა.სამშობლოს ერთობლივ საქმეში.ქალის კლმდემამოსილება მუდამჟამ აღაფრთოვანებდა ნებისმიერ დამპყრობელსა თუ ტურისტს,მუდმივი მოკრძალება და ღირსების შეგრძნება,აკეთილშობილებდა ქალსა და მეტად მოხდენილს წარმოაჩენდა.ქალი დაბადებიდანვე მამაკაცის აჩრდილად იზრდებოდა.სათუთი მოკრძალება და მამრობითი სქესისადმი რიდი ნათლად წარმოაჩენდა აღმზრდელთა უდიდეს ღვაწლს ამ ქალთა ცხოვრებაში.არავის ახსოვს როდისმე დუხჭირი ცხოვრება ჰქონოდათ საქართველოში,გლეხი ყოველთვის შრომით მოიპოვებდა სარჩო- საბადებელს,თუმცა მაინც ახერხებდა ჯეროვნად აღეზარდა შვილები,დედები მაშინაც შრომობდნენ ათასგვარ ხელსაქმეს მისდევდნენ,თუმცაღა მათი მთავარი მოვალეობა შვილების კეთილშობილური აღზრდა არასდროს ავიწყდებოდათ,ქალთა დიადი სახეები კარგად შემოგვრჩა თუნდაც უახლოესი წარსულიდან.უპირველესად ყურადღება უნდა გავამახვილოთ დღევანდელობაზე თუ რამ განაპირობა ქალის როლის ესე ერთბაშად გაზრდა,მისი მთავარი ფუნქციების დაკნინების ხარჯზე,უღირდა კი ქალს ასეთი თანასწორუფლებიანი ცხოვრება,რა პრობლემები წარმოშვა გენდერულმა ბალანსმა და რაში მდგომარეობს ამ ხარვეზის აღმოფხვრის არსი?

წარსული სიდიადე ყველას მობეზრდა,აწმყო თითქმის არავის აინტერესებს მხოლოდ მომავალი ადარდებთა ფერმკრთალად,ისე მცირე კონტექსტში,აზრით,,მე რა მომელის ამ ჭრილში?“
ჯერ კიდევ ერეკლე მეორის დროს ქალთა უმრავლესობა თავსაფრიანი დედები გახლდნენ,ქალთა ფიქრები,აზრები ყრმობიდანვე იყო მოცული სამშობლოს სიყვარულით და მხოლოდ აქედან გამომდინარე უყო განპირობებული მათი ყოველი ქმედება.რწმენა სამშობლოს განუყრელი ატრიბუტი გახლდათ და სიამაყე წესიერი ცხოვრების სტილით იყო წარმოქმნილი.აწმყოს ანალიზისათვის წარსულიდან რამოდენიმე ფაქტი მაინც აუცილებელია,რათა თვალსაჩინო გახდეს სხვაობა,ის დიდი უფსკრული რაც გაითხარა ძველ და თანამედროვე ქალს შორის.ძველად როცა ქვეყანას მუსულმანი დამპყრობნი შემოესეოდნენ მამაკაცების განადგურების შემდგომ,მათი სამიზნე ქალი იყო,დამპყრობთა მიზანი ცხადზე ცხადი იყო შეერთოთ ან გაებახებინათ ქრისტიანი ქალები,ხშირი იყო შემთხვევა ისინი სჯულის გამოცვლის სანაცვლოდ წარმტაც ფუფუნებასა და მუდმივ ცოლობას სთავაზობდნე4ნ.მაგრამ ქართველი ქალისათვის სიკვდილის ტოლფასი იყო ასეთ რჩევაზე თანხმობის გაცხადება,მისი საზრუნავი თუნდაც უქმროსი,მხოლოდ საკუთარი თავი არასოდეს ყოფილა,ჯერ მამული,ერის ერთობა და შემდეგ თავად ის.ერთი მტლიანის შემადგენელ ნაწილად მიაჩნდათ თავები და საერთო იდეას თავგანწირვით ეწირებოდნენ.საეკლესიო ცხოვრებას დიდი ღვაწლი შეჰქონდა ასეთი აზროვნების ჩამოყალიბებაში,სწორედ სულიერი მოძღვარნი არ აძლევდნენ საშუალებას ქართველებს ფარ-ხმალი დაეყარათ და თუნდაც ერთი წუთით მოდუნებულიყვნენ,ისინი ყოველთვის ლარივით მომართულნი გახლდნენ,რათა პირნათლად მოეხადათ საკუთარი ვალი,ქალის უდიდესი როლი ნათლად წარმოგვიდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომაც,სადაც უამრავი ვაჟკაცი შეეწირა ბრძოლებს,აქ გაიელვა კიდევ ერთხელ ქათა ქართველურმა დიადმა სახეებმა,მათ კისერზე გადაიარა ყოველგვარმა გასაჭირმა და ვაებამ.მათ აღზადეს ის თაობები რომელთაც ანარეკლივით შერჩათ ძველი სულისკვეთება.თუმცაღა აღმაფრენის წლებმა და უცხო ეროვნების ხალხთან დაცემამ,საბოლოოდ გატეხა ეროვნული სულისკვეთება,ნუთუ დედას შვილი იმისათვის უნდა ეზარდა უხოტომელის მონა ყოფილიყო,ნუთი კვლავაც აზრი ჰქონდა ქალთა თავგანწირვას?პირადი გრძნობების უკუგდებით რომ მიჰყვებოდნენ სხვა სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს,რაა რაა ამით ერს ვარგოთო,ჟამთა სიავესთან ერთად დაკნინდა ეკლესიაც მეცხრამეტე საუკუნეში მთლად მოისპო სარწმუნოება და ამას უკვე უმრავლესობიდან არავინ შეეწინააღმდეგა,მოხდა ღირებულებების გადაფასება და რა მივიღეთ ამ ძირეული რადიკალიზმისაგან ქართველებმა?დაქუცმაცებული ერი და შერცხვენილი ნამუსი.ჩაცმის ატრიბუტებიც გაუფერულდა,ქალმა შარვალი ჩაიცვა და ერთიანად გაკაცდა,ამას მოჰყვა შვილების დაპურებაზე ფიქრი და აღზრდის საკითხების უგულებელყოფა.ქალის ბრალი აქ იმაში გამოიხატება რომ,დინებას მიჰყვა მებრძოლი ,მეამბოხე სული ჩაიხშო და ისეთივე უპრინციპო შვილები გაზარდა.თანამედროვე ვაი დემოკრატიის შეგრძნებამ მთლად ხელიდან წაიყვანა ახალგაზრდა ტაობა,1991 წლის სამოქალაქო დაპირისპირების დროს და მის შემდგომ დაბადებულ თაობას აღარ აინტერესებს სისხლიანი წარსული.იქ მხოლოდ ღალატს და ორპირობას ხედავენ,სარწმუნოების დაუძლურებასთან ერთად გაიცრიცა მოგონება დავით აღმაშენებელზე,ახალმა თაობამ მასზე ქილიკიც კი დაიწყო,აღარ ეჭაშნიკებათ წარსულზე საუბარი,ქართველის მთავარ საზრუნავად სარჩო-სბადებლის მოპოვება იქცა,თუკი დედა შვილს რაღაცას უკრძალავს რატომ?ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უძნელდება,თითქოს ბუნებამ დაკარგა ის მთავარი კანონზომიერებანი რითაც აქნობამდე ფუნქციონირებდა.საზოგადოებას დიდი როლი აკისრია ზოგადსაკაცობრიო საქმეში რამოდენიმე წლიანმა თვლემამ იმდენად ქავის ხანაში გადაგვიყვანა საეჭვო ხდება თვით თამარ მეფე რომ მოგვევლინოს ხელახლა,ისიც თუ გვიშველიდა.განათლების დონით მიწასთან გასწორებული ახალგაზრდობა დიდი ტკივილია თანამედროვე საქართველოსთვის,უმოტივაციო ახალი თაობის სიმრავლე,უმოქმედობის განმაპირობებელია და დამდგარ წყალში ბევრი ბაცილაა.
სწორი გამოთქმაა ,გათიშე და იბატონეს პრინციპით ქმედება,ზუსტად რომ ინდივიდუალურად ოჯახებში მომხდარმა რევოლუციურმა გადატრიალებებმა და გარდატეხამ შეძლეს აფეთქება მოეხდინატ საქართველოში ოჯახზე აშენებულ-დაფუძნებული ურყევი ძლიერებისათვის,მაშინ როცა კაცმა ბრძოლის იარაღი დაყარა და ფსიქოლოგიურად ვეღარ გაუძლო გამუდმებული უსამართლობის რეჟიმში ცხოვრებას გასძროლოდა.მოწინავე ხაზზე გადაინაცვლა სუსტმა სქესმა,მათთვის კვლავაც პრიორიტეტად დარჩა შვილების მომავლის უზრუნველყოფა.მაგრამ რისი დათმობა აღარ მოუწიათ ქალებს,უკვე თითებიც კიაღარ ჰყოფნის ჩამოთვლისას.წლების მანძილზე გაუხეშდა ქალი,რითაც მოისპო ძველი სისპეტაკე და სისადავე,გადაიქცა გაბედულ ძუ ლომად,რომელიც ყველაფერს იკადრებს ოღონდაც შვილები ჰყავდეთ ცოცხალი,ოღონდ მშობლებს ასიამოვნოს,ოღონდ ქმარი ჰყავდეს გვერდით და ასე დაუსრულებლად ეს ოღონდ არ ილევა.უწინ ოჯახის დანგრევა ტრაგედია იყო,თუმცაღა მოძალადე ქმრებმა,პიროვნულად სრულიად გაცამტვერებულმა მამრებმა ეს საწყისიც ძირფესვიანად ამოგლიჯეს,ძველი ტრადიციებიდან.იყო დრო,რომ ქალი ითმენდა უსასტიკეს მოპყრობას საკუთარი ქმრისაგან,ისეთს რომელსაც აბასიანთა ბატონობის დროსაც კი ვერ ვიხილავდით.,ქართველი კაცი მხეცზე დაბალ საფეხურზე ჩავიდა ,ამიტომაც მოიმატა წამალდამოკიდებულებამ,რომლის შეძენის მტავარი წყაროც მაინც ქალია,ქალია ოჯახში ნებისმიერი სახსრის შემომტანი და მომპოვებელი,შვილი იმ შთაგონებით გაიზარდა რომ დედამ უნდა არჩინოს,ამიტომაცაა სრულწლოვან ბიჭებს ბირჟის გამაგრების მეტი სხვა საქმე რომ არ გააჩნიათ.მათ არ ეთაკილებათ დედის მონური შრომა,თუნდ ქვეყანაში და თუნდ მის საზღვრებს მიღმა. არ ადარდებთ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სიმძიმე.მორალისაგან შორს მდგომ ვაი კაცს მხოლოდ ქალის ქმრად გაყოლა თუ შეუძლია,მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალი როგორია,რა ცხოვრება ჰქონდა უქინ.ქალის კმაყოფაზე მყოფი მრავალი ნარკომანი გრიმიტობს საზოგადოებაში და ასეთმა უნდა შექმნას რამე ღირებული?იმიტომაცაა ევროპისაგან მითითებები პოლიტიკაში,საკანონმდებლო ორგანოებში და საერთოდ იყვნენ რაც შეიძლება ბევრი ქალები,რათა არ იყოს დისბალანსი.იქნებდა ქალთა სიუხვემ წარნოშვას რაიმე ღირებული იდეა,აზრობრივად გამართული გეგმა,იქნება და ქალებმა წარმართონ საქმე უმოქმედობაში მყოფი კაცებისაგან განსხვავებით.ქალი რომელიც საჭეს მიუჯდა,კაცივით ბილწსიტყვაობს და სიგარეტს სიგარეტზე აბოლებს ესაა დღევანდელობა.სხვადასხვა დაგროვილ მანკიერ თვისებებს ემატება მრავალი ახალი აქამდე ჯერ არც გაგონილი და წარმოუდგენელი.სხვადასხვა ტიპის უაზრო და უსახური რჩევები.კაცის ზნე გადაგვარდა და ძლიერი ქალის სიმრავლემ,ქალობა მოანდომა.უსუსურ ინდივიდს გაუკვალავი გზის გაკვალვა არ შეუძლია,იოლია უკვე გაკვალულზე სიარული,სხვა ვეღარა მოიწადინა.თუკი ვითომდა სუსტი სქესი ისე გაკადნიერდა რომ ყველა კაცს თავგზას ურევს და საწადელს ამით ისრულებს,რაყომაც არა.?!
ახალი თაობა 16 დან 21 წლამდე და 4-5 წლით მეტნი უმრავლესობა კი ბიჭები,უფულობის უსახსრობის მოსპობის მეთოდად ქალად გადაქცევას უკავშირებენ,უარეს შემთხვევებში კი თვალსაჩინო ჰომოსექსუალიზმი.პროსტიტუცია ჩვეულებად ექცათ და ამას მოჰყვა გეების აღზევება,უმეტეს მღვდელთა უმსგავსო საქციელმა,დაახშო რელიგიისადმი ინტერესი და ერი მოიყვანა ასეთი ჭაობის ფსკერთან.ქართველმა დაკარგა ის ნიშა რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელიდან გაუშვებლად ეპყრა და რომელიც ხელიდან ხელში გადაეცემოდა შთამომავლობას.სწორედ ამ ნიშით ახერხებდა მოეხიბლა და გაეოცებინა მსოფლიო.ეხლა?
ეხლა რით გაოცდება უცოელი დიდი ილიას შემდეგ,ერეკლე დეისაძის საიდუმლო სირობით თუ ლაშა ბუღაძის თამარ მეფის შემბღალველი ნაჯღაბნით?რომელმაც სრულიად შეურაცჰყო წმიდა მეფის ხატება და დღესდღეობით ტელევიზიით გვმოძღვრავს თუ რომელი წიგნის წაკითხვაა უმჯობესი რომ განვვითარდეთ.წიგნი აღარავის აინტერესებს,მხოლოდ რამოდენიმე აქტიური ზნედაცემულის საყვარლებს ითვლიან მთაში თუ ბარში,ქალაქში თუ პროვინციაში,ამ თემებმა გადაფარეს ყველა არსებითნი.
და მაინც მორალი არ განიცდის რეგენერაციას, ,,მე რაა მე მარტო ხომ არ მოვიყვან გაზაფხულს იმ ერთი მერცხლის ჭიკჭიკივით?"ზოგადად ადვილია თვიგვემა ისეთი სახით და ისეთი მასშტაბური გამოვლინებით თვით შიიტ მუსულმანებსაც კი არ დაესიზმრებათ რელიგიურ დღესასწაულებზე.ოთხივე მხრიდან გვესმის:ქართგველები უვარგისები ვართ,ქართელები ბინძური ღორები ვართ,ქართველებმა არ ვიცით ერთმანეთის გატანა,ქართველები მეტის ღირსნი ვართ......და აღა სრულდება ეს უაზრო ციტატების პრელუდია.შეუგნებელი ხალხის ეს წადილი,დღითიდღე გვაახლოვებს ბოლო პარასკევს.ყოველდღიურად ვშიშვლდებით და აღარ კი გვრცხვენია საკუთარი სიშიშვლნის,რას არ გავიღებდი ეს სიშიშვლე რომ უდრიდეს თავდაპირველად სამყაროს შექმნისდროინდელი სამოთხის სიშიშვლეს ,მაგრამ რეალობა სრულიად შემზარავია.
დღესდღეობით ასეთი სურათია ჩვენს წინ გადაშლილი საპალნე აკიდებული ვირის მაგივრად ქართველი დედები არიან შებმულნი ურემში,მათი მეხრე კი ფულიანი უხოელია,გნებავთ ადგილობრივი,ჩოჩირთა ადგილზე კი ამ ქალთა ოჯახია.ბევრი გაეცნობა ამ ნაწერს თუ ცოტა ჩემთვის უცნობია,თუმცაღა 10 ადამიანიდან 9 საკუთარი ოჯახის ისტორიას ამოიკითხავს,თუ ასე არ იქნება მოხარული ვიქნები და ვიქონიებ იმედს,რომ კვლავაც არსებობენ ვაჟას მიერ გმირებად შერაცხული ალუდა ქეთელაური და ზვიადაური.
P.S გულს ამით ვიკეთებ ქართველებს რომ უდიდესი,ღირსეული წინაპარი გვყოლია.

12 views
 
Komente
ne-o-ni 01.07.2014

ვიმედოვნებ წაიკითხავს განათლებული ადამიანი და ბევრ ნიუანსში დამეთანხმება

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta