.....................
31, Tbilisi, Georgia

ეს წყალობა არ ჩათვალო ჩემმიერად
ამ ღიმილსაც ჩემეულად ნუ თვლი,
ჩემმა სითბომ დღე თუ გაგიმშვენიერა
დამიჯერე,
წყალობაა უფლის...
ზეციერმა მომარგუნა მადლი უხვად
მომარგუნა და რჩეულად მიცნო,
მათხოვარმა ჩემს ჭიშკართან ჩაიმუხლა
დღეს უფალი
მე გამოცდას
მიწყობს...
-გახსენ კარი ,
დააპურე,
არ დაყოვნდე,
შეხსენება არ დაგჭირდეს გულო,
ცოტას გასცემ?
ბევრს შემატებ შენს სამყოფელს
სიკეთეო,
სამოთხეში რგულო!
უმწეობას გავიკითხავ
მლოცავ სახით
მიხარია,
თუ კაცთ შემწედ ვიქმენ,
....მართლაც, იქნებ,
მათხოვარის მოსასხამით,
ხელგაწვდილი
მაცხოვარი
იდგეს.. .

4 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta