იყო სიცოცხლე როდესაც დუღდა
33, Tbilisi, Georgia

იყო სიცოცხლე როდესაც დუღდა,

ქვეყნად ქაოსი და ყველა სდუმდა,
იყო ქათქათა პატარა გუნდა,
რომელსაც სითბო ძალიან სძულდა.

იყო სოფელი სადაც სულ ბნელა,
დრო გადიოდა რატომღაც ნელა,

სოფელში იყო პატარა ბელა,

რომელსაც ნაზად უვლიდა ყველა.

თოვლზე ცურავდა ერთი მას დახე,

სითბო შევაპარე დავუდე მახე,
როცა მივედი და იგი ვნახე,
ცრემლად უდნებოდა მას ნაზი სახე.

გული მომიკვდა იყო სულ სველი,

მკერდში ჩავიკარი მოვხვიე ხელი,

მკრთალად გაიღიმა განათდა ველი,

მას მერე სოფელში დასრულდა ბნელი.


დროდადრო ასე გრძნობა მიჩნდებოდა,

ტუჩებში კოცნისას მყისვე ფითრდებოდა,

მთელი ბოროტება მაშინ მიქრებოდა,

როცა გოგონა ხელში მიკვდებოდა.


ეფერებოდა მას ჩემი ხელები,

გვატკბობდა ცხოვრების ლამაზი ფერები,

ავაწყეთ ძალზედ მრავალი კერები,

ვიყავით ასე ბედნიერები.

უბადრუკმა ვუღალატე ვერ დავიცავი,

ეშმაკი შემიძვრა გავხდი მე ავი,

სხვაში გავცვალე მოიკლა თავი,

დიდად არ მსურდა ჩავიცვი შავი.


არადა ბოლოს როგორ გავახარე,

ცივ ნიავსაც კი არ გავაკარე,

მნათოფ სახეზე კუბო დავაფარე,

ორთავ ხელებით მიწა დავაყარე.


მას მერე გული საშინლად კვნესოდა,

აღარ ულხინდა აღარც მღეროდა,

სოფელში კვლავაც ისევ ბნელოდა,
არ ვიცოდი წინ თუ რა მელოდა.


სოფელში ყველამ ეს რომ გაიგეს,

სიკვდილისაკენ კარი გამიღეს,

თოფებით, ხანჯლით სისხლი ამიღეს

და მთის მწვერვალზე გზები დამიგეს.


დღეს უკვე სოფელში ღამე თენდება,

დრო მიდის წინ აღარ ნელდება,

ბორგავს სიყვარული კვლავაც ღელდება,

ეს ლეგენდა კი დღემდე გრძელდება.

6 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta