გახსოვს? პირველად გითხარი მიყვარხარ,
33, Tbilisi, Georgia

გახსოვს? პირველად გითხარი მიყვარხარ,
წარსულში გაბრუნებ ისევ მიმყავხარ,
ჩემი გრძნობები შენ გაგიყავი,
ყოველთვის ყველგან შენთან ვიყავი.

გახსოვს? სახლის წინ ერთად ვისხედით,
ორივე ვტკბებოდით ლამაზი ცის ხედით,
ციდან ვარსკვლავნი მალმალ ცვიდა
და მე და შენში გრძნობები ღვიოდა.

ვწევარ საწოლზე შევყურებ ჭერს,
გული რატომღაც საშინლად ძგერს,
დიდი ხანია სულ შენზე ვფიქრობ
და ამ ფიქრებს ამაყად გითმობ.


0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta