ასეთი კარგი ხარ ასეთი წმინდა
33, Tbilisi, Georgia

ასეთი კარგი ხარ ასეთი წმინდა,
ასეთი მიყვარხარ მე ასე მინდა,
კეთილი გული გაქვს მშვიდი და ანკარა,
ამიტომ მიყვარხარ შენ ჩემო პატარა.

ასეთ ლამაზს ვერ შეგედრება ვარდი,
მონატრებამ გამიჩინა მე გულში დარდი,
შენ შენი პირობა მალევე აასრულე,
ჩემი პორტრეტი წამებში დაასრულე.

ნუთუ ჩენამდე არვინ გყოლია,
შენ ჩემო პატარა თეთრო თოლია,
შენა ხარ ყველაზე ლამაზი ქალი,
როგორ გიხდება სახეზე ხალი.

შენ რომ არ იყო მზე და მთვარე გაქრება,
სიბნელე დაისადგურებს სინათლე კი ჩაქრება,
მე არასდროს მითქვამს რომ ძალიან მჭირდები,
ვიქნები შენი ერთგული მე ამას დაგპირდები.

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta