ცხოვრება
33, Tbilisi, Georgia

ცხოვრება ხანგრძლივი მკაცრი თამაშია,
ადრენალინს გამოყოფს აზრი ხომ ამაშია,
წესებს გვაცნობს და არ გვინდობს,
შევეგუოთ ტკივილს რადგან ასე გვიჯობს.

მასთან თამაში ცეცხლზე საშიშია,
ჭაობში მდგომი უიმედო კამიშია,
ძვირფას საჩუქრებს ხელიდან გვართმევს,
ამიტომ ყველას სიფრთხილე გვმართებს.

ზოგჯერ ცხოვრებას ტყუილად ვამტყუნებთ,
შეცდომას ვუშვებთ და სხვას გავყურებთ,
რადგან ეს ყველაფერი მაინც გვეპატიება,
ღმერთს შევავედროთ ცოდვა-მონანიება.

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta